რუსეთში არქტიკული საბჭოდან გასვლაზე ალაპარაკდნენ

© photo: Sputnik / Valery Melnikov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2024
გამოწერა
თბილისი, 6 თებერვალი − Sputnik. რუსეთი არ გამორიცხავს, რომ არქტიკულ საბჭოდან გავიდეს, თუ მისი ინტერესები გათვალისწინებული არ იქნება, განუცხადა „რია ნოვოსტის“ საგანგებო დავალებათა ელჩმა ნიკოლაი კორჩუნოვმა.
„ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ საგარეო პოლიტიკური მანევრებისთვის ყველა ოპცია უნდა გვქონდეს, მათ შორის, არქტიკული საბჭოდან გასვლა, თუ მისი საქმიანობა არ შეესაბამება რუსეთის ინტერესებს“, − განაცხადა დიპლომატმა.
კორჩუნოვის თქმით, საბჭო „უდაბლესი სიჩქარით“ ფუნქციონირებს. ნორვეგიის მცდელობას (რომელიც ამჟამად თავმჯდომარეობს ორგანიზაციას), სრული ფორმატით განაახლოს მუშაობა, საბჭოს სხვა წევრები არ უჭერენ მხარს.
საერთაშორისო ორგანიზაცია არქტიკული საბჭო 1996 წელს დაარსდა. ეს მაღალი დონის მთავრობათაშორისი ფორუმია, რომელიც არქტიკის რეგიონში გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სფეროში თანამშრომლობას უწყობს ხელს. საბჭოში შედის დანია (მათ შორის გრენლანდია და ფარერის კუნძულები), ისლანდია, კანადა, ნორვეგია, რუსეთი, აშშ, ფინეთი და შვედეთი. თავმჯდომარე ქვეყნების როტაცია ხდება ორ წელიწადში ერთხელ.
2022 წლის მარტში საბჭომ მუშაობა შეწყვიტა − უკრაინაში დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო რუსეთისადმი პროტესტის ნიშნად. 8 ივნისს წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ მუშაობა განაახლეს, თუმცა რუსეთის მონაწილეობის გარეშე.
ყველა ახალი ამბავი
0