მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ზელენსკიმ დაადასტურა, რომ მთავარსარდლის შეცვალზე ფიქრობს

© AP Photo / Michal Dyjuk
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2024
გამოწერა
თბილისი, 5 თებერვალი − Sputnik. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ნამდვილად ფიქრობს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის შეცვლაზე, ოღონდ ქვეყნის სახელისუფლებო სტრუქტურებში ფართო ცვლილებების ფარგლებში.
ამის თაობაზე პრეზიდენტმა იტალიურ ტელეკომპანია Rai1-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
„ზალუჟნი? ჩვენ გვჭირდება გადატვირთვა, ხელმძღვანელობის შეცვლა და თანაც არა მხოლოდ სამხედრო [ხელმძღვანელობისა]“, − ასე უპასუხა პრეზიდენტმა ზელენსკიმ შეკითხვას გენერალ ზალუჟნის შესაძლო გადაყენების შესახებ.
ამასთან მას არ უთქვამს, აქვს თუ არა მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები.
ზალუჟნის თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების თაობაზე ინფორმაცია 29 იანვარს გავრცელდა უკრაინული მედიითა და Telegram-არხებით. რამდენიმე საათის შემდეგ უკრაინის ხელმძღვანელობამ ინფორმაცია ოფიციალურად უარყო, თუმცა მომდევნო დღეებში უკრაინულ და დასავლურ მედიაში გაჩნდა პუბლიკაციები, სადაც წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაძლოა გენერალი ზალუჟნი უახლოეს მომავალში გაათავისუფლოს.
თავად გენერალმა ზალუჟნიმ 1 თებერვალს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც უკრაინის სახელმწიფო ინსტიტუტები და სამართლებრივი სისტემა გააკრიტიკა და რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნის ძირითადი ამოცანები დაასახელა.
50 წლის ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი 2021 წლის ივლისიდანაა და ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანია.

ყველა ახალი ამბავი
0