https://sputnik-georgia.com/20240205/svilis-gaupatiurebis-braldebit-mama-daakaves-mozardma-ramdenime-dris-win-imsobiara-286112295.html
შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს: მოზარდმა რამდენიმე დღის წინ იმშობიარა
შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს: მოზარდმა რამდენიმე დღის წინ იმშობიარა
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ბრალს არ აღიარებს. 05.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-05T18:28+0400
2024-02-05T18:28+0400
2024-02-05T18:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
ძალადობა ოჯახში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283823446_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_2cb1eaf372d5655245e37596bf502f8c.jpg
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის მამა დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.გავრცელებული ინფორმაციით, 17 წლის მოზარდმა რამდენიმე დღის წინ ნაადრევად იმშობიარა. ნაყოფი დაიღუპა. კლინიკა არასრულწლოვანმა დღეს, 5 თებერვალს დატოვა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა საავადმყოფოში გამოკითხეს, სადაც თქვა, რომ მას მამა ორი წლის განმავლობაში აუპატიურებდა და მომხდარის გამხელის შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდა.17 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამაკაცი უკვე დაკავებულია და მას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა გუშინ შეეფარდა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11-137-ე პრიმა მუხლით დაიწყო. დანაშაული 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283823446_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_e9d910cc6890bce330b7781de5b88d04.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ძალადობა ოჯახში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ძალადობა ოჯახში
შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს: მოზარდმა რამდენიმე დღის წინ იმშობიარა
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ბრალს არ აღიარებს.
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის მამა დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, 17 წლის მოზარდმა რამდენიმე დღის წინ ნაადრევად იმშობიარა. ნაყოფი დაიღუპა. კლინიკა არასრულწლოვანმა დღეს, 5 თებერვალს დატოვა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა საავადმყოფოში გამოკითხეს, სადაც თქვა, რომ მას მამა ორი წლის განმავლობაში აუპატიურებდა და მომხდარის გამხელის შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდა.
17 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამაკაცი უკვე დაკავებულია და მას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა გუშინ შეეფარდა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11-137-ე პრიმა მუხლით დაიწყო. დანაშაული 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.