https://sputnik-georgia.com/20240205/rodis-dasruldeba-bagebis-da-universitetis-quchis-damakavshirebeli-xidis-mshenebloba-286109465.html
როდის დასრულდება ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა
როდის დასრულდება ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა
Sputnik საქართველო
ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ ბაგებიდან საბურთალოს რაიონში მოხვედრა ვაკის გზის გვერდის ავლით იქნება შესაძლებელი. 05.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-05T18:16+0400
2024-02-05T18:16+0400
2024-02-05T18:16+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/16/275134402_0:106:2048:1258_1920x0_80_0_0_acdc66cc3e26e036f252a8da72d1ec7d.jpg
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.ხიდის მშენებლობის დასრულება 2024 წლის იანვარში იგეგმებოდა, თუმცა მეტეოროლოგიური პირობების გამო სამუშაოები ძლიერი ქარის დროს ჩერდებოდა, პროექტის დასრულების თარიღმა კი აპრილისთვის გადაიწია. ბაგების დასახლებასა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელ ხიდს ოთხი ზოლი ექნება.ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის ფილების მონტაჟი და საიზოლაციო სამუშაოები იწყება. უახლოეს პერიოდშიმოეწყობა მოაჯირები. ბოლო ეტაპზე კი სახიდე გადასასვლელზე ასფალტის საფარი დაიგება და მოეწყობა გარე განათების ქსელი.პროექტის ფარგლებში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ბაგების დასახლების მხარეს ხიდთან მისასვლელი გზის და სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები.უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი ამჟამად არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ შენდება. პროექტის ღირებულება 35 მლნ ლარია.ხიდის მშენებლობა 2021 წელს დაიწყო. ხიდი 532 მეტრი სიგრძის იქნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/16/275134402_116:0:1933:1363_1920x0_80_0_0_0212f1a46124568d3386280b18190878.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
როდის დასრულდება ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა
ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ ბაგებიდან საბურთალოს რაიონში მოხვედრა ვაკის გზის გვერდის ავლით იქნება შესაძლებელი.
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ხიდის მშენებლობის დასრულება 2024 წლის იანვარში იგეგმებოდა, თუმცა მეტეოროლოგიური პირობების გამო სამუშაოები ძლიერი ქარის დროს ჩერდებოდა, პროექტის დასრულების თარიღმა კი აპრილისთვის გადაიწია. ბაგების დასახლებასა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელ ხიდს ოთხი ზოლი ექნება.
„ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის - ახალი ხიდი, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩას და ბაგების დასახლებას დააკავშირებს. მიმდინარეობს სამუშაოების ბოლო ეტაპი, ხიდი უკვე ბურჯებზე დგას", - განაცხადა კალაძემ.
ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის ფილების მონტაჟი და საიზოლაციო სამუშაოები იწყება. უახლოეს პერიოდშიმოეწყობა მოაჯირები. ბოლო ეტაპზე კი სახიდე გადასასვლელზე ასფალტის საფარი დაიგება და მოეწყობა გარე განათების ქსელი.
პროექტის ფარგლებში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ბაგების დასახლების მხარეს ხიდთან მისასვლელი გზის და სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები.
უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი ამჟამად არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ შენდება. პროექტის ღირებულება 35 მლნ ლარია.
ხიდის მშენებლობა 2021 წელს დაიწყო. ხიდი 532 მეტრი სიგრძის იქნება.