მაჭარაშვილი: პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის სამთავრობო პროგრამას სრული მხარდაჭერა ექნება

© Parliament of Georgiaგურამ მაჭარაშვილი
გურამ მაჭარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2024
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პლენარულ სხდომაზე 8 თებერვალს დადგება.
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძის გუნდს და მის სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ექნება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს სრული მხარდაჭერა, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე კანონმდებლებს სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწფოს მშენებლობისთვის“ მიმდინარე კვირაში წარუდგენს - ირაკლი კობახიძის, მისი მთავრობისა და პროგრამისადმი ნდობის გამოცხადების საკითხი პლენარულ სხდომაზე 8 თებერვალს დადგება.
„ირაკლი კობახიძის რესურსი ნამდვილად გამოადგება არამარტო საქართველოს მთავრობას, არამედ მთლიანად სახელმწიფოს და ხალხს. ამ სამთავრობო გუნდს თავის პროგრამასთან ერთად ... პლენარულს სხდომაზე სრული მხარდაჭერა ექნება“, - განაცხადა მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის პოსტზე კობახიძის კანდიდატურა პარლამენტს პარასკევს, 2 თებერვალს, მთავრობის ახალ პროგრამასთან ერთად წარედგინა.
უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა 29 იანვარს დატოვა, რათა მეტი დრო გაატაროს ოჯახთან და გზა დაუთმოს პარტიის სხვა ლიდერებს. ღარიბაშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“თავმჯდომარის პოსტზე დაინიშნა.
ყველა ახალი ამბავი
0