„აპლოდისმენტები კვარაცხელიას“ - სპორტულ მედიაში „ვერონასთან" გატანილ გოლს აფასებენ

© photo: Sputnik / Stringerხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2024
გამოწერა
კვარაცხელიას გუნდი მომდევნო მატჩს სტუმრად - ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერის „მილანის" წინააღმდეგ 11 თებერვალს გამართავს.
ТБИЛИСИ, 5 фев — Sputnik. Победный гол грузинского вингера "Наполи" Хвичи Кварацхелия в ворота "Вероны" в матче 22-о тура чемпионата Италии стал одной из главных тем европейских спортивных изданий.
იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩში იტალიური „ნაპოლის" ქართველი გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „ვერონას" კარში გატანილი გოლი გამარჯვების გოლი ევროპული სპორტული გამოცემების განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა.
ამ სეზონზე კვარაცხელიამ ექვს გოლი გაიტანა, მათგან სამი „ვერონას" კარში.
Tuttosport: „აპლოდისმენტები კვარაცხელიას"
„ნაპოლიმ" „ვერონა" დაამარცხა. კვარაცხელიამ – ქართველმა ვარსკვლავმა 87-ე წუთზე ულამაზესი გოლი გაიტანა“, - წერს Tuttosport.
Eurosport: „განსაკუთრებული კვარაცხელიას წყალობით მასპინძლებმა გაიმარჯვეს"
„ნაპოლიმ" სერია A-ს აუტსაიდერი „ვერონა" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით დაამარცხა - 2:1. მასპინძლებს გამარჯვება განსაკუთრებულმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოუტანა. დისკვალიფიკაციის შემდეგ ქართველმა თავდამსხმელმა მოედანზე დაბრუნება შესანიშნავი შორეული დარტყმით და ლამაზი გოლით იზეიმა“, - წერს Eurosport.
Reuters: „ნაპოლიმ" „ვერონა" კვარაცხელიას დარტყმით დაამარცხა
„ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის ბოლოს ბრწყინვალე გოლი გაიტანა და „ნაპოლის" „ვერონას" დამარცხებაში დაეხმარა. 87-ე წუთზე ანგარიში იყო 1:1 და ჩანდა, რომ „ვერონას" გამო ნეაპოლიტანელები ძვირფას ქულებს დაკარგავდნენ, მაგრამ კვარაცხელიამ შორიდან დაარტყა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა“, - წერს Reuters.
Lega Serie A: „ბრწყინვალე თამაში"
„ვერონას" დასამარცხებლად „ნაპოლის" კვარაცხელიას ჯადოქრობა სჭირდებოდა. 22-ე ტურის მატჩი ნეაპოლელებმა 87-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგეს - ქართველმა ბრწყინვალე დარტყმით კლუბს გამარჯვება მოუტანა“, - წერს Lega Serie A.
Napoli Club Nigeria: „ეს იყო გარდამტეხი მომენტი"
„კვარაცხელიამ, უბრალოდ, ჯადოქრობა ჩაიდინა და „ვერონასთან" მატჩში „ნაპოლის" მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. ეს იყო თამაშის გარდამტეხი მომენტი", - წერს Napoli Club Nigeria.
კვარაცხელიას გუნდი მომდევნო მატჩს სტუმრად - ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერის „მილანის" წინააღმდეგ 11 თებერვალს გამართავს.
22 ტურის შემდეგ „ნაპოლი" 35 ქულით სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა - პირველ ადგილზე მყოფ „ინტერთან" სხვაობა 19 ქულაა.
ყველა ახალი ამბავი
0