ვითარება გზებზე: ფარავნის უღელტეხილზე შეზღუდვები დაწესდა

© photo: Sputnik / Stringerფარავნის ტბა
ფარავნის ტბა - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2024
გამოწერა
შეზღუდვები გზის აღნიშნულ მონაკვეთზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესდა.
თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები ამოქმედდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
დეპარტამენტის ცნობით, ფარავნის უღელტეხილზე (აღნიშნული გზის 94-110 კმ მონაკვეთი) ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ყველა ახალი ამბავი
0