ყველაზე ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა კარიერა დაასრულა

© AFP 2024 / BEHROUZ MEHRIლევან გორგოძე , ოგოვე ტოჩინოშინი
ლევან გორგოძე , ოგოვე ტოჩინოშინი - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2024
გამოწერა
ყველაზე წარმატებული კი 2018 წლის პირველი სუპერტურნირი იყო, როდესაც ტოჩინოშინმა იმპერატორის თასი მოიგო.
თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობდა, ოფიციალურად დატოვა დიდი სუმო - სპორტსმენის გაცილების ცერემონია ტოკიოში, „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეში შედგა.
სასახლეში შედგა თმის კვეთის ცერემონია („დანპაცუ-შიკი“), რომელში მონაწილეობა მოქმედმა და ყოფილმა სუმოისტებმა მიიღეს, მათ შორის იყო ლეგენდარული იოკოძუნა ასაშორიუც.
ტოჩინოშინმა კარიერის დასრულების შესახებ 2023 წლის მაისში გამოაცხადა.
ტოჩინოშინის დებიუტი შედგა 2006 წელს და 2008 წლიდან ის ასპარეზობდა პროფესიონალური სუმოს მაკუუტის უმაღლეს დივიზიონში.
ქართველმა სუმოისტმა კარიერის განმავლობაში ბაშოს 100 ტურნირში მიიღო მონაწილეობა, ყველაზე წარმატებული კი 2018 წლის პირველი სუპერტურნირი იყო, როდესაც ტოჩინოშინმა იმპერატორის თასი მოიგო. ამ ტურნირის შემდეგ მან ოზეკის ტიტული მოიპოვა.
ტოჩინოსინი გახდა პირველი ქართველი სუმოისტი, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0