https://sputnik-georgia.com/20240204/rustavis-wyalmomaragebis-gaumjobesebis-miznit-milionobit-laris0investicia-ganxorcieldeba-286093978.html
რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მილიონობით ლარის ინვესტიცია განხორციელდება
რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მილიონობით ლარის ინვესტიცია განხორციელდება
Sputnik საქართველო
რუსთავში განხორციელდება 15 მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო პროექტი, მათ შორის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელების შეცვლა 04.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-04T19:23+0400
2024-02-04T19:23+0400
2024-02-04T19:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსთავი
gwp
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271098649_0:317:3079:2048_1920x0_80_0_0_f4a712793fb6ffcbdb4617cbce18affe.jpg
თბილისი, 4 თებერვალი - Sputnik. წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power (GWP) რუსთავის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენაზე 18 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს, განაცხადა კომპანიის პრესსამსახურმა.წყალმომარაგების მოძველებული სისტემა რუსთავის მთავარ პრობლემად რჩება, რაზეც ქალაქის მერია აქტიურად მუშაობს მოსახლეობის შეუფერხებელი წყალმომარაგების მიზნით.კომპანია „ჯი-ვი-პიმ“ „სემეკსა“ და რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს რუსთავის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით მასშტაბური პროექტის ფარგლებში 2024 წლის საინვესტიციო გეგმა გააცნო.ამიერიდან რუსთავის წყალმომარაგებას GWP განახორციელებს >>18 მილიონი ლარიდან 13 მილიონ ლარზე მეტი ქალაქის მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას, 5 მილიონი ლარი კი ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობის განახლებას მოხმარდება.„ჩვენ შევაჯამეთ გასულ წელს განხორციელებული სამუშაოები და წარვადგინეთ მიმდინარე წლის საინვესტიციო გეგმა, რომლის ფარგლებშიც ქალაქ რუსთავში 15 მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, მათ შორის, ახლით შეიცვლება მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები“, - განაცხადა GWP-ის აქტივების მართვის დირექტორმა გიგა ნადირაძემ.როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა, სემეკი მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე აქტიურ მონიტორინგს განაგრძობს.რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის თქმით, საინვესტიციო გეგმა კონკრეტული მისამართებითა და პროექტებით სამ წელიწადზეა გათვლილი.„რუსთავისთვის 2022-2023 წელი იმ პროექტებისა და ინვესტიციების კუთხით, რომელიც წყალმომარაგების კომპანიამ განახორციელა, მნიშვნელოვანი იყო. მოვითხოვეთ, რომ 2024 წელს როგორც რეაგირება, ასევე ვადები, ზედმიწევნით იყოს დაცული და GWP-იმ უნდა უზრუნველყოს ამ შეთანხმების სრულად დაცვა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.ბოლო მონაცემებით, რუსთავში 125 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
საქართველო
რუსთავი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271098649_130:0:2861:2048_1920x0_80_0_0_2bcafe802655ad0b516e04042b09f890.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რუსთავი, gwp
ახალი ამბები, საქართველო, რუსთავი, gwp
რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მილიონობით ლარის ინვესტიცია განხორციელდება
რუსთავში განხორციელდება 15 მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო პროექტი, მათ შორის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელების შეცვლა
თბილისი, 4 თებერვალი - Sputnik. წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power (GWP) რუსთავის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენაზე 18 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს, განაცხადა კომპანიის პრესსამსახურმა.
წყალმომარაგების მოძველებული სისტემა რუსთავის მთავარ პრობლემად რჩება, რაზეც ქალაქის მერია აქტიურად მუშაობს მოსახლეობის შეუფერხებელი წყალმომარაგების მიზნით.
კომპანია „ჯი-ვი-პიმ“ „სემეკსა“ და რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს რუსთავის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით მასშტაბური პროექტის ფარგლებში 2024 წლის საინვესტიციო გეგმა გააცნო.
18 მილიონი ლარიდან 13 მილიონ ლარზე მეტი ქალაქის მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას, 5 მილიონი ლარი კი ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობის განახლებას მოხმარდება.
„ჩვენ შევაჯამეთ გასულ წელს განხორციელებული სამუშაოები და წარვადგინეთ მიმდინარე წლის საინვესტიციო გეგმა, რომლის ფარგლებშიც ქალაქ რუსთავში 15 მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, მათ შორის, ახლით შეიცვლება მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები“, - განაცხადა GWP-ის აქტივების მართვის დირექტორმა გიგა ნადირაძემ.
როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა, სემეკი მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე აქტიურ მონიტორინგს განაგრძობს.
„დღეს განვიხილეთ 2024 წლის საინვესტიციო პროექტები, რომელიც მარეგულირებელმა კომისიამ GWP-ის დაუმტკიცა, რაც ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას ემსახურება“, - განაცხადა ნარმანიამ.
რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის თქმით, საინვესტიციო გეგმა კონკრეტული მისამართებითა და პროექტებით სამ წელიწადზეა გათვლილი.
„რუსთავისთვის 2022-2023 წელი იმ პროექტებისა და ინვესტიციების კუთხით, რომელიც წყალმომარაგების კომპანიამ განახორციელა, მნიშვნელოვანი იყო. მოვითხოვეთ, რომ 2024 წელს როგორც რეაგირება, ასევე ვადები, ზედმიწევნით იყოს დაცული და GWP-იმ უნდა უზრუნველყოს ამ შეთანხმების სრულად დაცვა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ბოლო მონაცემებით, რუსთავში 125 ათასი ადამიანი ცხოვრობს.