გუდაური სნოუბორდ-კროსის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს

© photo: Sputnik / Viktor Kaminskyგუდაური
გუდაური - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2024
გამოწერა
გუდაური პირველად მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპს სნოუბორდ-კროს დისციპლინაში, შეჯიბრში 17 ქვეყნის 90-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.
თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. გუდაურში სნოუბორდ-კროსის ტურნირის გამართვა ნიშნავს, რომ საქართველო კვლავ გამოჩნდება მსოფლიო რუკაზე, როგორც წამყვანი სათხილამურო კურორტი, განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა, ირაკლი ბურჭულაძემ.
გუდაური პირველად მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპს სნოუბორდ-კროს დისციპლინაში. შეჯიბრში 17 ქვეყნის 90-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.
„ისტორიაში პირველად ხდება, რომ გუდაურში ტარდება მსოფლიო ეტაპი „სნოუბორდ ქროსის“ დისციპლინაში. ეს არის ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი წარმატება. ტურნირის ტრანსლირება მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში ისეთ წამყვან არხებზე, როგორიც არის EUROSPORT და სხვები“, - განაცხადა ირაკლი ბურჭულაძემ.
შეჯიბრების ფინალები 3 და 4 თებერვალს ჩატარდება.
მომზადების კუთხით ყველაფერი იდეალურია, აღნიშნეს ორგანიზატორებმა.
საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობენ სპორტსმენები შემდეგი ქვეყნიდან: აშშ, კანადა, შვეიცარია, ავსტრია, ანდორა, ავსტრალია, ნიდერლანდები, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ჩეხეთი, ბრაზილია, იაპონია, კორეა, უკრაინა.
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან ღონისძიებას ესწრებიან და საორგანიზაციო პროცესებში მონაწილეობენ შეჯიბრის დირექტორი, უვე ბეიერი და ტექნიკური დელეგატი, ლუკაშ ლიგოცკი.
ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპები სქი ქროსის დისციპლინაში 10-11 თებერვალს ჩატარდება.
საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა გახდა ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში, რომელიც 2023 წლის 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით გაიმართა. მასში მონაწილეობდა 40–ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 700 სპორტსმენი. საქართველოს მთავრობამ პრესტიჟული პირველობის ჩასატარებლად 270 მლნ ლარი გამოყო.
ყველა ახალი ამბავი
0