https://sputnik-georgia.com/20240204/georgian-airways-------286089087.html
Georgian Airways ფრენების განხორციელებას ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით დაიწყებს
Georgian Airways ფრენების განხორციელებას ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით დაიწყებს
Sputnik საქართველო
რეისები კვირაში სამჯერ შესრულდება 04.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-04T10:25+0400
2024-02-04T10:25+0400
2024-02-04T10:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბათუმი
ავიამიმოსვლა საქართველოში
ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24122/44/241224484_36:0:1064:578_1920x0_80_0_0_23d5176a08d9c65374c4e9e9b26f5ab4.jpg
თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways შავი ქალაქ ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ფრენების განხორციელებას იწყებს.ავიაკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბათუმიდან რუსეთის დედაქალაქის მიმართულებით ფრენები 2024 წლის 2 აპრილიდან კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება.აპრილისთვის რეისზე ბილეთის ფასები 832 ლარიდან იწყება.ამჟამადGeorgian Airways ახორციელებს ფრენებს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით, ასევე სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით.2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24122/44/241224484_164:0:935:578_1920x0_80_0_0_93da93985cc9a73a15b438cb5d2ac717.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბათუმი , ავიამიმოსვლა საქართველოში, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
ახალი ამბები, საქართველო, ბათუმი , ავიამიმოსვლა საქართველოში, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
Georgian Airways ფრენების განხორციელებას ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით დაიწყებს
რეისები კვირაში სამჯერ შესრულდება
თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways შავი ქალაქ ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ფრენების განხორციელებას იწყებს.
ავიაკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბათუმიდან რუსეთის დედაქალაქის მიმართულებით ფრენები 2024 წლის 2 აპრილიდან კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება.
აპრილისთვის რეისზე ბილეთის ფასები 832 ლარიდან იწყება.
ამჟამადGeorgian Airways ახორციელებს ფრენებს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით, ასევე სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.