ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე შეზღუდვები დაწესდა

© photo: Sputnikგზის გაწმენდა
გზის გაწმენდა - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2024
გამოწერა
ლარსის მიმართულებით მოძრაობაზე შეზღუდვა გარკვეული ტიპის ავტოტრანსპორტისთვის დაწესდა.
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. რუსეთ–საქართველოს საზღვრისკენ მიმავალ გზაზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე შეზღუდვები რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ, ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის გამო დაწესდა.
უწყების ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი"–„ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.
ყველა ახალი ამბავი
0