თბილისში მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილი გადაკეტილია

© courtesy of GWPСервисный центр компании Georgian Water and Power (GWP)
Сервисный центр компании Georgian Water and Power (GWP) - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2024
გამოწერა
ტრანსპორტი ჩუბინაშვილის ქუჩის გავლით შეძლებს მოძრაობას.
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე წყალარინების დაზიანებულ ქსელზე მიმდინარე აღდენითი სამუშაოების გამო მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილი ავტოტრანსპორტისთვის დრეობით დაკეტილია, ნათქვამია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კერძოდ, გადაკეტილია ჩუბინაშვილის ქუჩიდან ჩიტაიას ქუჩამდე ამსვლელი გზა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჩუღურეთის რაიონში, კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე წყალარინების დაზიანებულ ქსელზე აღდგენით სამუშაოებს ატარებს.
„ქსელის მდებარეობიდან და ტექნიკური სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, დაზიანების აღდგენითი სამუშაოების დროს დილის 09:00 საათიდან 4 თებერვლის დილის 09:00 საათამდე, კოტე მარჯანიშვილის ქუჩის N42- დან N44 -მდე შეიზღუდება საგზაო მოძრაობა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სატრანსპორტო საშუალებები ჩუბინაშვილის ქუჩის გავლით იმოძრავებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს“ უხდის მოსახლეობას დისკომფორტისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0