ნაქერალას უღელტეხილზე ტრანსპორტისთვის შეზღუდვები დაწესდა

© Roads Department of Georgiaნაქერალას უღელტეხილი
ნაქერალას უღელტეხილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2024
გამოწერა
გარკვეული ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა უამინდობით არის გამოწვეული
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე, შეზღუდვები თოვის გამო დაწესდა.
უღელტეხილზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე
ყველა ახალი ამბავი
0