შეიძლებოდა თუ არა 2008 წელს კონფლიქტის თავიდან აცილება - პარტიის ახალი ლიდერის პასუხი

© photo: Sputnik / Stringerირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2024
გამოწერა
ქვეყნის ხელისუფლებამ საქართველოში მშვიდობასა და სიმშვიდეს უკრაინის კონფლიქტის ფონზე თავის მთავარ მიღწევას უწოდებს.
თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი არის მშვიდობის გარანტი ქვეყანაში, და 2008 წელს ივანიშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ომი არ მოხდებოდა, განაცხადა პარტიის ახალმა თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა.
ქვეყნის ხელისუფლებამ საქართველოში მშვიდობასა და სიმშვიდეს უკრაინის კონფლიქტის ფონზე თავის მთავარ მიღწევას უწოდებს.
„2008 წელს რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, არ მოხდებოდა აგვისტოს ომი. ამიტომ, დღესაც, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ სწორედ ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბატონი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რჩება მშვიდობისა და დემოკრატიული განვითარების უმთავრეს გარანტად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ განაცხადა, რომ 2008 წლის კონფლიქტის თავიდან აცილება შეიძლებოდა. პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქმედებებს 2008 წლის აგვისტოში უპასუხისმგებლო უწოდა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსულმა მხარემ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცალმხრივად აღიარა. ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები საკანონმდებლო დონეზე ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.
ყველა ახალი ამბავი
0