https://sputnik-georgia.com/20240202/saavtoro-uflebata-asociacia-286075005.html
ავტორები საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარეს უჩივიან: დაწყებულია გამოძიება
ავტორები საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარეს უჩივიან: დაწყებულია გამოძიება
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიმართ გამოძიებას აწარმოებს... 02.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-02T20:41+0400
2024-02-02T20:41+0400
2024-02-02T20:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/04/281927610_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_907728e357fab4b3b291f2a347f7b453.jpg
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიმართ გამოძიებას აწარმოებს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.გავრცელებული ინფორაციით, სამსახურმა გამოძიება ავტორ-შემსრულებელთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომლებიც ასოციაციის თავმჯდომარეს მათი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში ადანაშაულებენ.საუბარია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე.მანამდე, 2023 წლის გაზაფხულზე, „საქპატენტმა“ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობის აუდიტორული შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ასოციაციის საქმიანობაში არაერთი ხარვეზი გამოვლინდა. როგორც „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ განაცხადა „რუსთავი 2-ის“ ეთერში, მიღებული შემოსავლების მიუხედავად, ასოციაცას ავტორების წინაშე მრავალმილიონიანი ვალდებულებები აქვს დაგროვილი, ხოლო მისი ხელმძღვანელი გიგა კობალაძე შეუსაბამოდ მაღალ თანამდებობრივ გასამრჯელოს იღებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/04/281927610_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_c380c1f5cca1da83babe297daa22fe53.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ავტორები საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარეს უჩივიან: დაწყებულია გამოძიება
20:41 02.02.2024 (განახლებულია: 20:45 02.02.2024) თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიმართ გამოძიებას აწარმოებს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გავრცელებული ინფორაციით, სამსახურმა გამოძიება ავტორ-შემსრულებელთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომლებიც ასოციაციის თავმჯდომარეს მათი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში ადანაშაულებენ.
„საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, ავტორ-შემსრულებელთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე, მიმდინარეობს გამოძიება ა(ა)იპ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საუბარია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე.
მანამდე, 2023 წლის გაზაფხულზე, „საქპატენტმა“ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობის აუდიტორული შემოწმების შედეგები
გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ასოციაციის საქმიანობაში არაერთი ხარვეზი გამოვლინდა. როგორც „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ განაცხადა „რუსთავი 2-ის“ ეთერში, მიღებული შემოსავლების მიუხედავად, ასოციაცას ავტორების წინაშე მრავალმილიონიანი ვალდებულებები აქვს დაგროვილი, ხოლო მისი ხელმძღვანელი გიგა კობალაძე შეუსაბამოდ მაღალ თანამდებობრივ გასამრჯელოს იღებს.