მიმოხილვა: GLSDB-ის „სახმელეთო ბომბები“ ვერ აანაზღაურებს უკრაინის საარტილერიო დეფიციტს

© AP Photo / Evgeniy Maloletka
  - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2024
გამოწერა
პენტაგონმა გამოაცხადა, რომ კიევს მაღალი სიზუსტის GLSDB-ის სახმელეთო ბომბების პარტიას გადასცემს, რომლებიც აშშ-ის არმიის შეიარაღებაში არ შედის. ეს ექსპერიმენტული „ისრები“ ვერ შეცვლის ძალთა ბალანსს სპეცოპერაციის ზონაში, სადაც რუსული საცეცხლეძალა დომინირებს, ხოლოუკრაინის არმიას ქრონიკულად აკლია საარტილერიო ჭურვები, თვითმფრინავები და საჰაერო თავდაცვის სისტემები.
შეერთებული შტატები უკრაინას გადასცემს ზალპური ცეცხლის სისტემების რეაქტიულ ჭურვებს გადასცემს GLSDB (Ground Launched Small Diameter Bomb) ბომბის თავით, რომლის მანძილი 150 კმ-მდეა. ამით ვაშინგტონი ადასტურებს თავის განზრახვას,გააგრძელოს მარიონეტული ომი რუსეთის ფედერაციასთან „უკანასკნელ უკრაინელამდე“. რუსეთის ელჩმა ვაშინგტონში ანატოლი ანტონოვმა გაიხსენა, რომ ამერიკის მიერ GLSDB საბრძოლო მასალის მიწოდება უკრაინელი მარიონეტებისთვის მხოლოდ ახანგრძლივებს კიევის რეჟიმის აგონიას და უბიძგებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ახალი მსხვერპლისა და ომის დანაშაულებისკენ.
უკრაინის არმია იღებს გაურკვეველი სიმძლავრის ექსპერიმენტულ „სასწაულ იარაღს“ − ახალი ჰიბრიდი კომპანია Boeing-მა და Saab-მა შექმნეს „ძველი“ 113 კგ-ანი მცირე დიამეტრის ავიაბომბებისგან. GLSDB შედგება GBU-39 ჭკვიანი ბომბისადა M26 რეაქტიული ამაჩქარებლისგან, რომლის კალიბრი 227 მმ-ა.
ფრენისასკორექტირებადი ბომბი გამოეყოფა კუდს (M26), შლის ფრთებს და სამიზნისკენ GPS-კოორდინატების გამოყენებით მიფრინავს. ასეთი საბრძოლო მასალის გასროლა შესაძლებელია HIMARS-ისა და მისი მუხლუხოვანი ანალოგი M270-იდან. დასამიზნებლად გამოიყენება ინერციული და GPS-სანავიგაციო სისტემა, რომელიც თითქოს მდგრადია რადიოელექტრონული შეფერხებებისადმი.
ამერიკულმა ჟურნალმა Foreign Affairs-მა იანვრის ბოლოს აღიარა: „რუსებმა დაამტკიცეს, რომ მათ შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ GPS-დამიზნებას, რომელსაც იყენებენ სარაკეტო სისტემები“.
GLSDB-ის ერთადერთ უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს ნატოს ქვეყნების არსენალებში M26-ების დიდი რაოდენობა. ერთი GLSDB საბრძოლო მასალის ღირებულება დაახლოებით 50 ათასი დოლარია, ჩვეულებრივი HIMARS-ის რაკეტის ფასის ნახევარი. მიწოდების მოცულობა უცნობია.

მაღალი სიზუსტის „ლოხოტრონი"

GLSDB-ის უსაფრთხო გამოყენებისთვის, უკრაინის არმია მის გამშვებ დანადგარს სავარაუდოდ ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 50 კმ-ის მანძილზე განათავსებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საბრძოლო ეფექტურობას (100 კმ-მდე). GLSDB-ის მიახლოების სიჩქარე მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება სტანდარტულ რაკეტებს და ეს ამარტივებს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების ამოცანებს. ნატოს „ვალკირიებთან“ დაპირისპირების ტაქტიკა უკვე შემუშავებულია.
მნიშვნელოვანი სხვა რამეა. უკრაინაში დასავლური სისტემების ექსპერიმენტული მიწოდება, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო არ იქნა მიღებული პენტაგონისა და ნატოს მიერ, ასახავს დასავლეთის ღრმა სიძულვილს უკრაინელი მარიონეტების მიმართ.
ამავდროულად, შეერთებული შტატები და ალიანსი არ ანაზღაურებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალების არტილერიულ „შიმშილსა“ და საბრძოლო მასალის დეფიციტის, რომელიც საჰაერო თავდაცვას კოლაფსში აგდებს. ნატოს ქვეყნების მიერ დაპირებული იარაღისა და საბრძოლო მასალის მოცულობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება უკრაინის არმიის საჭიროებებს და ეს დაპირებები არც სრულდება.
პორტალიBusiness Insider აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მასალის მწვავე დეფიციტს ეჯახებადა მომავალში დასავლეთის მიერ მოწოდებული საარტილერიო ჭურვები მათ არ მისცემს საშუალებას, „შეინარჩუნონ ცეცხლის სიჩქარე, რომელიც აღემატება რუსულს“. დასავლური შეფასებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები დღეში მხოლოდ 2000 საარტილერიო გასროლას ახორციელებს, სპეცოპერაციის ზონაში მყოფი რუსი არტილერისტები ყოველდღიურად სულ მცირე 10000 ჭურვს ხარჯავენ და „მოსკოვის ცეცხლის სიჩქარე“ მუდმივად იზრდება.
მოიერიშე დრონები ან რეაქტიული GLSDB ვერასდროს აანაზღაურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების საარტილერიო დეგრადაციას. უკრაინისთვისამერიკული სამხედრო დახმარების მომავალი გაურკვეველი რჩება, დაფინანსება დაბლოკილია აშშ-ის კონგრესის მიერ. ევროკავშირის დახმარება − 50 მილიარდი ევრო, ოთხ წელზე „გაწელილი“ − არც ოპერატიულია და არც ეფექტური.
ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჯოზეფბორელმა გუშინ განაცხადა, რომ 2023 წლის მარტიდან 2024 წლის იანვრამდე უკრაინამ 300 ათასზე მეტი საარტილერიო ჭურვი მიიღო ევროკავშირის ქვეყნებიდან, გაზაფხულზე კიდევ 200 ათასი იქნება მიწოდებული, ხოლო საბრძოლო მასალის მთლიანი რაოდენობა მილინნახევარს გადააჭარბებს − ეს ადრე დაპირებულზე ორჯერ ნაკლებია.
შეერთებულ შტატებსა და ნატოს უკვე ორი წელია, ვერ გაზარდეს იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოება საგრძნობლად, და არც განსაკუთრებულად იძაბებიან. ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ეკონომიკური სანქციებით თავდაცვის ინდუსტრიაში რუსეთის გასწრება შეუძლებელია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0