მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 238-ს მიაღწია

© AFP 2024 / KAZUHIRO NOGIმიწისძვრა იაპონიაში
მიწისძვრა იაპონიაში - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2024
გამოწერა
დაღუპულთა უმეტესობა 60 წელს ზემოთ პირები არიან.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. იაპონიის ნოტოს ნახევარკუნძულსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მომხდარი მიწისძვრების სერიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 238-ს მიაღწია, იუწყება РИА Новости ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით.
მანამდე 232 ადამიანის დაღუპვის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.
2024 წლის 1 იანვრიდან იაპონიაში 1200-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა, რაც აღემატება ქვეყანაში ბოლო 3,5 წლის განმავლობაში მომხდარი მიწისძვრების საერთო რაოდენობას - მსხვერპლთა რაოდენობამ 1,1 ათასს გადააჭარბა. მთლიანად ან ნაწილობრივ დაინგრა დაახლოებით 38,6 ათასი სახლი.
დაღუპულთა უმეტესობა 60 წელს ზემოთ პირები არიან.
ყველა ახალი ამბავი
0