წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა – ვიდეო

გამოწერა
წერეთლის გამზირზე 1 თებერვალს მოძრაობა გაიხსნა. თბილისის მერმა კახა კალაძემ გზის გარემონტების პირობა შეასრულა
რამდენიმე კომპანია დღე-ღამის რეჟიმში მუშაობდა გამზირზე. გასაკეთებელია ტროტუარები, ავტობუსის გაჩერებები, გაზონები, მიწისქვეშა კომუნიკაციების ნაწილი.
ქალაქის მთავრობა სამუშაოების დასრულებას მარტში გვპირდება.
მთავარია, რომ ახლა მთელ გამზირზე ახალი სამფენიანი ასფალტი დაიგო. ტრანსპორტს თავისუფლად შეუძლია ორივე მიმართულებით გადაადგილება
ყველა ახალი ამბავი
0