უკრაინის სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ: მოსკოვში გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასეს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2024
გამოწერა
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. დასავლეთს სულ უფრო ნაკლებად გამოსდის თავისი დღის წესრიგის კარნახი მსოფლიოს უმეტესი ქვეყნებისთვის, განუცხადა „რია ნოვოსტის“ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კანონმდებლობის კომიტეტის წევრმა ალექსანდრ ბაშკინმა.
ასეთი კომენტარი მან გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გააკეთა, რომელმაც უკრაინის სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
„ქვეყნების უმეტესობა <...> უარყოფს ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას. ბოლო დროს გაეროში კენჭისყრები აჩვენებს, რომ დასავლეთს სულ უფრო ნაკლებად გამოსდის ტონის მიცემა და თავისი დღის წესრიგის კარნახი მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობისთვის“, — მიაჩნია ბაშკინს.
მისი თქმით, ყველასთვის აშკარაა, რომ ეს უკრაინა „არღვევს ყველაზე დემონსტრაციული სახით ადამიანის უფლებებს მასიურად“.
თავისი სიტყვების დასტურად ბაშკინმა ყირიმის წყლის ბლოკადა მოიყვანა, როდესაც „2,5 მილიონი ადამიანი სასმელი წყლის გარეშე დარჩა“. გარდა ამისა, უკრაინის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევათა შორის მან დაასახელა „ყირიმის ენერგომომარაგებაზე თავდასხმა, გაზსადენის აფეთქება, უკრაინის დისკრიმინაციული ენობრივი კანონები“.
ბაშკინს მიაჩნია, რომ ეს სწორედ უკრაინამ უნდა აგოს პასუხი ადამიანის უფლებების დარღვევებსა და გენოციდზე.
მანამდე გაეროს სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელი ყირიმში ტერორიზმის დაფინანსებისა და რასობრივი დისკრიმინაციის საქმეზე. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის ხელისუფლება ნაწილობრივ არის დამნაშავე ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთისა და რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციების დარღვევაში.
გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ უარყო უკრაინის ბრალდების უმეტესობა ტერორიზმის დაფინანსებაში. მან დაადგინა მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსკოვმა სათანადოდ ვერ გამოიძია კიევის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენლების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები.
გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდების მეორე ნაწილში უკრაინამ ვერ დაამტკიცა ყირიმელი თათრებისა და უკრაინელების წინააღმდეგ რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტების უმეტესობა ყირიმში. თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა ვერ დაიცვა ეთნიკური უკრაინელების უფლებები ყირიმში, სადაც უკრაინულ ენაზე მსწავლელთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.
ყველა ახალი ამბავი
0