https://sputnik-georgia.com/20240201/tsu-axali-saswavlo-korpusi-ashendeba-286028868.html
თსუ-ს ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსი ექნება
თსუ-ს ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსი ექნება
Sputnik საქართველო
ახალი შენობის აშენება მთლიანად უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. 01.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-01T13:50+0400
2024-02-01T13:50+0400
2024-02-01T13:50+0400
საქართველო
საზოგადოება
თბილისი დღეს
განათლება საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24794/68/247946822_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_8d8ecb589a54fc5556e50a3b2790992c.jpg
თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) პირველი და მეორე სასწავლო კორპუსების მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების სასწავლო-ადმინისტრაციული დანიშნულების კორპუსი აშენდება, ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ახალი შენობა ფუნქციურად და ვიზუალურად უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს და არ შეცვალოს არსებული ლანდშაფტი უნივერსიტეტის I და II კორპუსების ტერიტორიაზე. პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს უნივერსიტეტის ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კონტექსტი და მახასიათებლები.გავრცელებული ინფორმაციით, სასწავლო-ადმინისტრაციული დანიშნულების კორპუსში მოეწყობა სტუდენტური სივრცეებიც.ახალი შენობის პროექტირებაზე კონკურსი უკვე დასრულდა - არქიტექტორებისგან, ხელოვნებათმცოდნეებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა კომისიამ წარმოდგენილი რვა პროექტიდან საუკეთესო ვარიანტი უნდა შეარჩიოს. რვა არქიტექტურული კომპანიის მიერ შექმნილი პროექტები, გაცნობისა და შეფასების მიზნით, თსუ-ის პირველ კორპუსში 31 იანვარს გამოიფინა.ახალი შენობის აშენება მთლიანად უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.თსუ – კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 8 თებერვალს გაიხსნა. 1989 წელს მას უნივერსიტეტის დამფუძნებლის, ისტორიკოსის, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელი ეწოდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24794/68/247946822_164:0:2835:2003_1920x0_80_0_0_053492986521193930078d6bf65137a4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, განათლება საქართველოში , ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, განათლება საქართველოში , ახალი ამბები
თსუ-ს ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსი ექნება
ახალი შენობის აშენება მთლიანად უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) პირველი და მეორე სასწავლო კორპუსების მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების სასწავლო-ადმინისტრაციული დანიშნულების კორპუსი აშენდება, ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახალი შენობა ფუნქციურად და ვიზუალურად უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს და არ შეცვალოს არსებული ლანდშაფტი უნივერსიტეტის I და II კორპუსების ტერიტორიაზე. პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს უნივერსიტეტის ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კონტექსტი და მახასიათებლები.
გავრცელებული ინფორმაციით, სასწავლო-ადმინისტრაციული დანიშნულების კორპუსში მოეწყობა სტუდენტური სივრცეებიც.
ახალი შენობის პროექტირებაზე კონკურსი უკვე დასრულდა - არქიტექტორებისგან, ხელოვნებათმცოდნეებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა კომისიამ წარმოდგენილი რვა პროექტიდან საუკეთესო ვარიანტი უნდა შეარჩიოს.
რვა არქიტექტურული კომპანიის მიერ შექმნილი პროექტები, გაცნობისა და შეფასების მიზნით, თსუ-ის პირველ კორპუსში 31 იანვარს გამოიფინა.
ახალი შენობის აშენება მთლიანად უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
თსუ – კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 8 თებერვალს გაიხსნა. 1989 წელს მას უნივერსიტეტის დამფუძნებლის, ისტორიკოსის, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელი ეწოდა.