მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რომის სტატუტი ძალაში შევიდა: სომხეთი ოფიციალურად მიუერთდა ICC-ს

  - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2024
გამოწერა
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. სომხეთი ოფიციალურად შეუერთდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) — ქვეყანაში რომის სტატუტი ძალაში დღეიდან, 1 თებერვლიდან შევიდა, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში ეგიშე კიროკოსიანმა.
„ICC-ში გაწევრიანება სომხეთს აძლევს შესაძლებლობას, აღკვეთოს ომის დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები თავის ტერიტორიაზე“, — აღნიშნა კირაკოსიანმა.
მისი თქმით, ეს პირველ რიგში აზერბაიჯანს ეხება.
აღსანიშნავია, რომ ICC-თან მიერთება, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე ნიშნავს იმასაც, რომ სომხეთს, ჰააგის სასამართლოს ორდერის საფუძველზე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაკავება შეუძლია, თუ ის ქვეყანას ეწვევა.
ICC-ს წინასასამართლო პალატამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი 2023 წლის მარტში გასცა.
მანამდე რუსეთი მწვავედ აკრიტიკებდა სომხეთს რომის სტატუტთან შეერთების სურვილის გამო, რომლის პარლამენტმაც სტატუტის რატიფიცირება გასული წლის ოქტომბერში მოახდინა. მოსკოვმა ერევნის ეს ნაბიჯი „არამეგობრულ აქტად“ შეაფასა. თავის მხრივ, პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ აღნიშნა, რომ სომხეთის ქმედებები მოსკოვის წინააღმდეგ არ იყო მიმართული.
ყველა ახალი ამბავი
0