საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ივნისში მონტენეგროს დაუპირისპირდება

© photo: Sputnik / STRINGERსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2024
გამოწერა
ქართველი ფეხბურთლები მოწინააღმდეგეს ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე დაუპირისპირდებიან
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები 2024 წლის 9 ივნისს მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს სტუმრად გამართავს, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრე-სსამსახური.
ორი ქვეყნის გუნდი ერთმანეთს „გრადსკის" სტადიონზე დაუპირისპირდება.
მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩამდე საქართველოს ნაკრები 21 მარტს ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგის გუნდს შეხვდება ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასასვლელად.
ქართველი ფეხბურთლები მოწინააღმდეგეს ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე დაუპირისპირდებიან - კვარაცხელია მატჩს ყვითელი ბარათის სიმრავლის გამო გამოტოვებს.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ჯგუფის გამარჯვებული გახდა და პლეი-ოფის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ჯგუფში პირველობამ საქართველოს საშუალება მისცა მარტის მატჩები თბილისში ჩაეტარებინა.
რაც შეეხება ლუქსემბურგს, მას პლეი-ოფში თურქეთთან უნდა ეთამაშა. თუმცა, თურქებმა ევრო 2024-ზე ტრადიციული საკვალიფიკაციო რაუნდით ითამაშეს, რამაც შეცვალა სიტუაცია ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე. პლეი-ოფში მისი ადგილი ლუქსემბურგმა დაიკავა, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა ჯგუფში, სადაც თურქეთი თამაშობდა.
ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩების კალენდარი
ნახევარფინალი, 2024 წლის 1-ლი მარტი:
საქართველო-ლუქსემბურგი
საბერძნეთი-ყაზახეთი
ფინალი 26 მარტს გაიმართება, რომლის გამარჯვებულიც ევრო-2024-ის ძირითად სტადიაში გავა.
ყველა ახალი ამბავი
0