https://sputnik-georgia.com/20240201/saeklesio-kalendari-1-tebervali-286003212.html
საეკლესიო კალენდარი: 1-ლი თებერვალი
საეკლესიო კალენდარი: 1-ლი თებერვალი
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1 თებერვალს ღირსი ანტონ მარტყოფელის, ღირსი მაკარი დიდის, წმიდა მარკოზის, ეფესოს მთავარეპისკოპოსის, ღირსი მაკარი... 01.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-01T09:00+0400
2024-02-01T09:00+0400
2024-02-01T09:10+0400
საქართველო
საეკლესიო კალენდარი
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23389/46/233894670_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_d033f44ec5b77b523ad6d53253578875.jpg
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.ანტონ მარტოდმყოფელი, ანტონ მესვეტეანტონ მარტოდმყოფელი, ანტონ მესვეტე — ღვთაების მამათა მონასტრის დამაარსებელი, ერთი ასურელი მამათაგანი იყო. რომელიც საქართველოში ქალაქ ედესიდან VI საუკუნის შუა წლებში მოვიდა.მას განმარტოებით ცხოვრების გამო უწოდეს „მარტოდმყოფელი“. ფიქრობდნენ, რომ მისი სახელისაგან წარმოდგა სოფელ მარტყოფის სახელწოდება. ანტონ მარტყოფელმა საქართველოში სამისიონერო მოგზაურობის დროს მრავალი წარმართი გააქრისტიანა. მას ძველთაგანვე მიაწერდნენ ქალაქ ედესიდან ხელთუქმნელი საუფლო ხატის ჩამოტანას და ამას განსაკუთრებულ ეროვნულ დამსახურებად უთვლიდნენ.ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელიმაკარი დიდი მეგვიპტელი – დაიბადა ქვემო ეგვიპტის სოფელ პტინაფორში. ღირსმა მაკარიმ („მაკარი“ – ბერძნულად ნეტარს ნიშნავს) მთელი ქონება მოწყალებად გასცა შემდეგ კი უდაბნოში მცხოვრები გამოცდილ ბერითან მივიდა , რომელმაც სიყვარულით მიიღო იგი, მღვიძარებაში, მარხვასა და ლოცვაში განსწავლა და ხელობაც მისცა - კალათების წვნა ასწავლა. შემდეგ მეუდაბნოემ იქვე კელია ააგო და შიგ დაამკვიდრა საყვარელი მოწაფე. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) ზეობისას მწვალებელი ეპისკოპოსი ლუკა დევნიდა მაკარი დიდსა და ღირს მაკარი ალექსანდრიელს. ორივე ბერი შეიპყრეს, ხომალდზე დასვეს და წარმართებით დასახლებულ ერთ უდაბურ კუნძულზე გადაასახლეს. აქ წმიდანების ლოცვით ქურუმის ასული განიკურნა, რის შემდეგ თავად ქურუმი და კუნძულის მცხოვრებლებიც მოინათლნენ. როცა მომხდარის შესახებ შეიტყო, არიანელი ეპისკოპოსი სირცხვილმა შეიპყრო და ბერები თავიანთ უდაბნოებში დააბრუნა.ღირსი მაკარის ლოცვას ბევრი განუმტკიცებია განსაცდელში, ბევრისთვის აურიდებია უბედურება და საცდური.ღირსმა მამამ 97 წელი იცხოვრა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან გამოცხადებით იხილა ღირსი მამები – ანტონი და პახუმი, რომელთაც ახარეს, რომ მალე ცათა სასუფევლის ნეტარებას დაიმკვიდრებდა. მაკარიმ უკანასკნელად დამოძღვრა თავისი მოწაფეები, ყველას გამოეთხოვა და სიტყვებით, „ხელთა შენთა, უფალო, შეგვედრებ სულსა ჩემსა“, მიიძინა საუკუნო ძილით.ამბა მაკარიმ თავისი უხვი სულიერი გამოცდილება საღვთისმეტყველო შრომებში გაგვიზიარა. ღირს მაკარის ლოცვები საყოველთაოდ გამოყენებულ დილა-საღამოს ლოცვით კანონებშიცაა ჩართული.წმიდა მარკოზ ეფესოს მთავარეპისკოპოსიწმიდა მარკოზ ეფესელი (ერობაში-მანუელი) კონსტანტინეპოლში დაიბადა 1391 წელს, ღვთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში.ჟამი, რომელშიც წმიდა მარკოზს მოუხდა მოღვაწეობა, მძიმე განსაცდელებით იყო სავსე: თურქებმა მთელი მცირე აზია და ბალკანეთის ნახევარკუნძული დაიპყრეს და კონსტანტინეპოლს მიუახლოვდნენ.მარკოზი მღვდლად მანგანის სავანეში აკურთხეს. უსისხლო მსხვერპლშეწირვის დროს ღვთაებრივი მადლი ნათლის სახედ გადმოდიოდა მასზე. 1437 წელს ღირსი მამა ეფესოს მიტროპოლიტად აირჩიეს. 1437 წლის ბოლოს მარკოზ ეფესელი სხვა ბერძენ ეპისკოპოსებთან ერთად ფერარო-ფლორენციის კრებაზე გაემგზავრა. მართლმადიდებელი მღვდელმთავრები ვარაუდობდნენ, რომ ქრისტიანული აღმსარებლობის საერთო ბეჭდის გამყალბებელი კათოლიკები ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცეოდნენ და ღვთის სადიდებლად მართლმადიდებელ ძმებს შეუერთდებოდნენ, მაგრამ მათი იმედი ამაო გამოდგა. კრებაზე, რომელიც ჯერ ფერარაში, შემდეგ კი ფლორენციაში მიმდინარეობდა, სადაო საკითხებზე გულწრფელი მსჯელობა არ გამართულა. ლათინები თანდათან მუქარასა და დაშინებაზე გადავიდნენ და მოწინააღმდეგე მხარეს სიტყვის თქმის უფლებაც კი წაართვეს. ისინი ცდილობდნენ, ესარგებლათ ბერძენთა ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობით და სრული საეკლესიო კაპიტულაცია მიეღოთ მათგან. მიაღწიეს კიდეც მიზანს: მოუძლურებულმა ბიზანტიელმა მღვდელმთავრებმა სინდისის ქენჯნითა და ტანჯვით, ლათინებისგან სამხედრო და ფინანსური დახმარების მიღების ფუჭი იმედით გაყიდეს მართლმადიდებლობა, კათოლიკური მრწამსი მიიღეს და ლათინებთან სამარცხვინო უნია შეკრეს. ერთადერთი, ვინც ვერ მოტეხა ფარულმა და აშკარა მტერმა, მარკოზ ეფესელი იყო.როცა კარდინალებმა პაპ ევგენი IV-ს საზეიმოდ აახლეს ბერძენ წარმომადგენელთა მიერ ხელმოწერილი უნიის აქტი, მან მაშინვე იკითხა, მოაწერა თუ არა ხელი მარკოზ ეფესელმაო, და, როცა მისი ხელმოწერა ვერსად ნახა, თქვა: „ამრიგად, ჩვენ ვერაფერს მივაღწიეთ!”უნიის ხელის მოწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ პაპმა ბერძენ ეპისკოპოსებსა და მღვდელმთავრებს მიმართა თხოვნით, დაესაჯათ მარკოზ ეფესელი, როგორც უნიის მოწინააღმდეგე. დათმობებით დაღლილმა ბერძენთა მხარემ ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადაюრამდენიმე თვეში კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტზე უნიის მომხრე პატრიარქი მიტროფანე აირჩიეს. წმიდა მარკოზს დევნა დაუწყეს. ორი წლის შედეგ იმპერატორის ბრძანებით წმიდა მამა შეიპყრეს და საპყრობილეში ჩააგდეს. განთავისუფლების შემდეგ ღირსი მარკოზი კონსტანტინეპოლში დაბრუნდა. ის ხედავდა ხალხისა და სამღვდელოების განწყობილებას და წერდა: „ფსევდოუნია სადაცაა დაიშლება”. მალე ეს წინასწარმეტყველება ახდა.მარკოზ ეფესელი გარდაიცვალა 1443 წელს.ღირსი მაკარი ალექსანდრიელიღირსი მაკარი ალექსანდრიელი ღირსი მაკარი მეგვიპტელის თანამედროვე და მისი მეგობარი იყო. წმიდანი 295 წელს დაიბადა, 40 წლამდე ვაჭრობას მისდევდა, შემდეგ კი მოინათლა და უდაბნოში განმარტოვდა. რამდენიმე წლის შემდეგ იგი მღვდლად აკურთხეს და ეგვიპტის უდაბნოში „კელიების მონასტრის“ წინამძღვრად დაადგინეს.ხანგრძლივი და დაუცხრომელი ღვაწლისთვის ღმერთმა მაკარის სასწაულთქმედების და ადამიანთა ფარული აზრების განჭვრეტის ნიჭი მიმადლა და მრავალი საოცარი ჩვენების ხილვის ღირსიც გახადა. წმიდა მამა გარდაიცვალა 100 წლის ასაკში. ქალწულმოწამე ევფრასიაწმიდა ქალწულმოწამე ევფრასია სილამაზით გამორჩეული ქრისტიანი ქალწული, ნიკომიდიელ დიდგვაროვანთა შვილი იყო. იმპერატორ მაქსიმიანეს დროინდელ დევნილობისას ქალაქის თავმა მას კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. როცა პასუხად უარი მიიღო, ჯერ სასტიკად აწამა ქრისტეს აღმსარებელი, შემდეგ კი ერთ მეომარს მისცა შესაგინებლად. ევფრასიამ მხედარს ისეთი ბალახის მოძებნა შესთავაზა, რომელსაც შეეძლო მისი დაცვა მოწინააღმდეგის იარაღისა და სიკვდილისაგან. „მაგრამ, - თქვა მან, - ამ მდელოს მხოლოდ მაშინ აქვს ძალა, როცა ის მოწოდებულია ქალწულის და არა ქალის მიერ. მეომარმა დაიჯერა და ევფრასიასთან ერთად ბაღში შევიდა. წმიდანმა დაგლიჯა მცენარეები, რომლებიც პირველად მოხვდა ხელთ, შემდეგ ურჯულოს შესთავაზა, გამოეცადა ბალახის ძალა – ფოთლები კისერზე დაიფინა და სთხოვა ძლიერად დაეკრა მისთვის მახვილი. მხედარი ასეც მოიქცა და ბრძენმა ქალწულმა შვებით შეჰვედრა სული უფალს.წმიდა არსენი კერკირელი მთავარეპისკოპოსიწმიდა არსენი, კერკირელი მთავარეპისკოპოსი პალესტინაში მოღვაწეობდა VIII საუკუნეში. ასკეტური ცხოვრებით გამორჩეული მღვდელმთავარი ფრიად განათლებული ადამიანი და ცნობილი სასულიერო მწერალი იყო. მან სახელი გაითქვა სიბრძნით და სამწყსოზე გამუდმებული ზრუნვით. წმიდა მამას ეკუთვნის კანონი, ანდრია მოციქულის შესხმა და წმიდა დიდმოწამე ბარბარას ცხოვრება.მასალა მომზადებულია რია წყაროებზე დაყრდნობით
https://sputnik-georgia.com/20240131/saeklesio-kalendari-31-ianvari-285981550.html
https://sputnik-georgia.com/20240130/saeklesio-kalendari-30-ianvari-285967855.html
https://sputnik-georgia.com/20240129/saeklesio-kalendari-29-ianvari-285938210.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23389/46/233894670_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_2345d00115d1572de18f3ba2e740d5d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია
საეკლესიო კალენდარი: 1-ლი თებერვალი
09:00 01.02.2024 (განახლებულია: 09:10 01.02.2024) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1 თებერვალს ღირსი ანტონ მარტყოფელის, ღირსი მაკარი დიდის, წმიდა მარკოზის, ეფესოს მთავარეპისკოპოსის, ღირსი მაკარი ალექსანდრიელის, მოწამე ევფრასია ქალწულის და წმიდა არსენის, კერკირელი მთავარეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
ანტონ მარტოდმყოფელი, ანტონ მესვეტე
ანტონ მარტოდმყოფელი, ანტონ მესვეტე — ღვთაების მამათა მონასტრის დამაარსებელი, ერთი ასურელი მამათაგანი იყო. რომელიც საქართველოში ქალაქ ედესიდან VI საუკუნის შუა წლებში მოვიდა.
მას განმარტოებით ცხოვრების გამო უწოდეს „მარტოდმყოფელი“. ფიქრობდნენ, რომ მისი სახელისაგან წარმოდგა სოფელ მარტყოფის სახელწოდება. ანტონ მარტყოფელმა საქართველოში სამისიონერო მოგზაურობის დროს მრავალი წარმართი გააქრისტიანა. მას ძველთაგანვე მიაწერდნენ ქალაქ ედესიდან ხელთუქმნელი საუფლო ხატის ჩამოტანას და ამას განსაკუთრებულ ეროვნულ დამსახურებად უთვლიდნენ.
ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი
მაკარი დიდი მეგვიპტელი – დაიბადა ქვემო ეგვიპტის სოფელ პტინაფორში. ღირსმა მაკარიმ („მაკარი“ – ბერძნულად ნეტარს ნიშნავს) მთელი ქონება მოწყალებად გასცა შემდეგ კი უდაბნოში მცხოვრები გამოცდილ ბერითან მივიდა , რომელმაც სიყვარულით მიიღო იგი, მღვიძარებაში, მარხვასა და ლოცვაში განსწავლა და ხელობაც მისცა - კალათების წვნა ასწავლა. შემდეგ მეუდაბნოემ იქვე კელია ააგო და შიგ დაამკვიდრა საყვარელი მოწაფე.
არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) ზეობისას მწვალებელი ეპისკოპოსი ლუკა დევნიდა მაკარი დიდსა და ღირს მაკარი ალექსანდრიელს. ორივე ბერი შეიპყრეს, ხომალდზე დასვეს და წარმართებით დასახლებულ ერთ უდაბურ კუნძულზე გადაასახლეს. აქ წმიდანების ლოცვით ქურუმის ასული განიკურნა, რის შემდეგ თავად ქურუმი და კუნძულის მცხოვრებლებიც მოინათლნენ. როცა მომხდარის შესახებ შეიტყო, არიანელი ეპისკოპოსი სირცხვილმა შეიპყრო და ბერები თავიანთ უდაბნოებში დააბრუნა.
ღირსი მაკარის ლოცვას ბევრი განუმტკიცებია განსაცდელში, ბევრისთვის აურიდებია უბედურება და საცდური.
ღირსმა მამამ 97 წელი იცხოვრა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან გამოცხადებით იხილა ღირსი მამები – ანტონი და პახუმი, რომელთაც ახარეს, რომ მალე ცათა სასუფევლის ნეტარებას დაიმკვიდრებდა. მაკარიმ უკანასკნელად დამოძღვრა თავისი მოწაფეები, ყველას გამოეთხოვა და სიტყვებით, „ხელთა შენთა, უფალო, შეგვედრებ სულსა ჩემსა“, მიიძინა საუკუნო ძილით.
ამბა მაკარიმ თავისი უხვი სულიერი გამოცდილება საღვთისმეტყველო შრომებში გაგვიზიარა. ღირს მაკარის ლოცვები საყოველთაოდ გამოყენებულ დილა-საღამოს ლოცვით კანონებშიცაა ჩართული.
წმიდა მარკოზ ეფესოს მთავარეპისკოპოსი
წმიდა მარკოზ ეფესელი (ერობაში-მანუელი) კონსტანტინეპოლში დაიბადა 1391 წელს, ღვთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში.
ჟამი, რომელშიც წმიდა მარკოზს მოუხდა მოღვაწეობა, მძიმე განსაცდელებით იყო სავსე: თურქებმა მთელი მცირე აზია და ბალკანეთის ნახევარკუნძული დაიპყრეს და კონსტანტინეპოლს მიუახლოვდნენ.
მარკოზი მღვდლად მანგანის სავანეში აკურთხეს. უსისხლო მსხვერპლშეწირვის დროს ღვთაებრივი მადლი ნათლის სახედ გადმოდიოდა მასზე. 1437 წელს ღირსი მამა ეფესოს მიტროპოლიტად აირჩიეს.
1437 წლის ბოლოს მარკოზ ეფესელი სხვა ბერძენ ეპისკოპოსებთან ერთად ფერარო-ფლორენციის კრებაზე გაემგზავრა. მართლმადიდებელი მღვდელმთავრები ვარაუდობდნენ, რომ ქრისტიანული აღმსარებლობის საერთო ბეჭდის გამყალბებელი კათოლიკები ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცეოდნენ და ღვთის სადიდებლად მართლმადიდებელ ძმებს შეუერთდებოდნენ, მაგრამ მათი იმედი ამაო გამოდგა. კრებაზე, რომელიც ჯერ ფერარაში, შემდეგ კი ფლორენციაში მიმდინარეობდა, სადაო საკითხებზე გულწრფელი მსჯელობა არ გამართულა. ლათინები თანდათან მუქარასა და დაშინებაზე გადავიდნენ და მოწინააღმდეგე მხარეს სიტყვის თქმის უფლებაც კი წაართვეს. ისინი ცდილობდნენ, ესარგებლათ ბერძენთა ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობით და სრული საეკლესიო კაპიტულაცია მიეღოთ მათგან. მიაღწიეს კიდეც მიზანს: მოუძლურებულმა ბიზანტიელმა მღვდელმთავრებმა სინდისის ქენჯნითა და ტანჯვით, ლათინებისგან სამხედრო და ფინანსური დახმარების მიღების ფუჭი იმედით გაყიდეს მართლმადიდებლობა, კათოლიკური მრწამსი მიიღეს და ლათინებთან სამარცხვინო უნია შეკრეს. ერთადერთი, ვინც ვერ მოტეხა ფარულმა და აშკარა მტერმა, მარკოზ ეფესელი იყო.
როცა კარდინალებმა პაპ ევგენი IV-ს საზეიმოდ აახლეს ბერძენ წარმომადგენელთა მიერ ხელმოწერილი უნიის აქტი, მან მაშინვე იკითხა, მოაწერა თუ არა ხელი მარკოზ ეფესელმაო, და, როცა მისი ხელმოწერა ვერსად ნახა, თქვა: „ამრიგად, ჩვენ ვერაფერს მივაღწიეთ!”
უნიის ხელის მოწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ პაპმა ბერძენ ეპისკოპოსებსა და მღვდელმთავრებს მიმართა თხოვნით, დაესაჯათ მარკოზ ეფესელი, როგორც უნიის მოწინააღმდეგე. დათმობებით დაღლილმა ბერძენთა მხარემ ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადაю
რამდენიმე თვეში კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტზე უნიის მომხრე პატრიარქი მიტროფანე აირჩიეს. წმიდა მარკოზს დევნა დაუწყეს. ორი წლის შედეგ იმპერატორის ბრძანებით წმიდა მამა შეიპყრეს და საპყრობილეში ჩააგდეს. განთავისუფლების შემდეგ ღირსი მარკოზი კონსტანტინეპოლში დაბრუნდა. ის ხედავდა ხალხისა და სამღვდელოების განწყობილებას და წერდა: „ფსევდოუნია სადაცაა დაიშლება”. მალე ეს წინასწარმეტყველება ახდა.
მარკოზ ეფესელი გარდაიცვალა 1443 წელს.
ღირსი მაკარი ალექსანდრიელი
ღირსი მაკარი ალექსანდრიელი ღირსი მაკარი მეგვიპტელის თანამედროვე და მისი მეგობარი იყო. წმიდანი 295 წელს დაიბადა, 40 წლამდე ვაჭრობას მისდევდა, შემდეგ კი მოინათლა და უდაბნოში განმარტოვდა. რამდენიმე წლის შემდეგ იგი მღვდლად აკურთხეს და ეგვიპტის უდაბნოში „კელიების მონასტრის“ წინამძღვრად დაადგინეს.
ხანგრძლივი და დაუცხრომელი ღვაწლისთვის ღმერთმა მაკარის სასწაულთქმედების და ადამიანთა ფარული აზრების განჭვრეტის ნიჭი მიმადლა და მრავალი საოცარი ჩვენების ხილვის ღირსიც გახადა. წმიდა მამა გარდაიცვალა 100 წლის ასაკში.
წმიდა ქალწულმოწამე ევფრასია სილამაზით გამორჩეული ქრისტიანი ქალწული, ნიკომიდიელ დიდგვაროვანთა შვილი იყო. იმპერატორ მაქსიმიანეს დროინდელ დევნილობისას ქალაქის თავმა მას კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. როცა პასუხად უარი მიიღო, ჯერ სასტიკად აწამა ქრისტეს აღმსარებელი, შემდეგ კი ერთ მეომარს მისცა შესაგინებლად. ევფრასიამ მხედარს ისეთი ბალახის მოძებნა შესთავაზა, რომელსაც შეეძლო მისი დაცვა მოწინააღმდეგის იარაღისა და სიკვდილისაგან. „მაგრამ, - თქვა მან, - ამ მდელოს მხოლოდ მაშინ აქვს ძალა, როცა ის მოწოდებულია ქალწულის და არა ქალის მიერ. მეომარმა დაიჯერა და ევფრასიასთან ერთად ბაღში შევიდა. წმიდანმა დაგლიჯა მცენარეები, რომლებიც პირველად მოხვდა ხელთ, შემდეგ ურჯულოს შესთავაზა, გამოეცადა ბალახის ძალა – ფოთლები კისერზე დაიფინა და სთხოვა ძლიერად დაეკრა მისთვის მახვილი. მხედარი ასეც მოიქცა და ბრძენმა ქალწულმა შვებით შეჰვედრა სული უფალს.
წმიდა არსენი კერკირელი მთავარეპისკოპოსი
წმიდა არსენი, კერკირელი მთავარეპისკოპოსი პალესტინაში მოღვაწეობდა VIII საუკუნეში. ასკეტური ცხოვრებით გამორჩეული მღვდელმთავარი ფრიად განათლებული ადამიანი და ცნობილი სასულიერო მწერალი იყო. მან სახელი გაითქვა სიბრძნით და სამწყსოზე გამუდმებული ზრუნვით. წმიდა მამას ეკუთვნის კანონი, ანდრია მოციქულის შესხმა და წმიდა დიდმოწამე ბარბარას ცხოვრება.
მასალა მომზადებულია რია წყაროებზე დაყრდნობით