ირაკლი ღარიბაშვილის სამწლიანი პრემიერობისას მომხდარი მთავარი მოვლენები საქართველოში

გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეორეჯერ 2021 წლის 22 თებერვალს გახდა, როდესაც პოლიტიკური კრიზისი პიკში იყო
ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებდა და მიტინგებს მართავდა. საქართველომ კრიზისი დაძლია. მაგრამ მალე, რძის პროდუქტების კონტეინერით საიდუმლოდ დაბრუნდა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დააკავეს.
ადგილობრივი არჩევნები კვლავ "ქართულმა ოცნებამ" მოიგო. ქვეყანაში დაფიქსირდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და საგარეო ვაჭრობის მატება. გაიზარდა ტურიზმიც.
უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე - 15,6%-მდე შემცირდა. დაიწო შავი ზღვის ფსკერზე ევროპის მიმართულებით ელექტროკაბელის გაყვანის პროექტი. განვითარდა შუა დერეფანი საქართველოს გავლით.
ბოლო სამ წელში იყო მასშტაბური პროტესტებიც. აქციებს მართავდნენ ხან ლიბერალები, ხან კონსერვატორები. ზოგი ჟურნალისტებს დაუპირისპირდა, ზოგიც პოლიციას "მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდა.
მმართველმა პარტიამ პრეზიდენტისათვის იმპიჩმენტის გამოცხადებაც ცადა. საქართველოს გამოუჩნდნენ ახალი სტრატეგიული პარტნიორები - უნგრეთი, რუმინეთი, სომხეთი და ჩინეთი.
უკრაინასთან ურთიერთობები გაფუჭდა, საქართველომ რუსეთს სანქციები არ დაუწესა. 2023 წლის გაზაფხულზე რუსეთმა გააუქმა სავიზო რეჟიმი და აღადგინა საქართველოსთან ავია მიმოსვლა. 2023 წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0