ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებას“ უხელმძღვანელებს

© Government of Georgia courtesy of Irakli Garibashviliირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2024
გამოწერა
პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ღარიბაშვილმა ირაკლი კობახიძე შეცვალა.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გახდა.
ღარიბაშვილის კანდიდატურას მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" რიგით მერვე ყრილობაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი.
„ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარედ არჩევა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პოლიტიკოსმა თავისი გამოსვლის დიდი ნაწილი მიუძღვნა 2012 წლის არჩევნებამდე მოვლენებს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კოალიციაში მოიგო და ამასთან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ განვითარდა საქართველო ახალი ხელისუფლების პირობებში.
ღარიბაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მოახერხა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასთან მებრძოლი პარტიების გაერთიანება და 2012 წლის არჩევნებში „ყველაზე ანტისახელმწიფოებრივ, ანტიხალხურ რეჟიმზე” გამარჯვება.
როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე სხვა ოპოზიციურ პარტიასთან კოალიციაში შეძლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და ამასთან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ განვითარდა საქართველო ახალი ხელისუფლების პირობებში.
„ბოლო 12 წელში მსოფლიოში უდიდესი გამოწვევების - პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული კრიზისების პირობებში, საქართველომ არა მხოლოდ შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა, არამედ არსებითი ტრანსფორმაცია განიცადა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების, ეკონომიკური განვითარების, სოციალური თანასწორობის, ევროინტეგრაციის მიმართულებებით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, სწორედ ივანიშვილმა დაუდო სატავე საქართველოს განვითარების ახალ ეტაპს.
„2024 წლის ოქტომბერში ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს - დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ, რათა ავიცილოთ ომი და ქაოსი. „ქართული ოცნება" ერთადერთი ეროვნული და პოლიტიკური ძალაა, რომელიც ატარებს საქართველოს ინტერესებს. არჩევანი აშკარაა", - განაცხადა ტრიბუნიდან ღარიბაშვილმა.
საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელზეც გადაწყდება თუ ვინ აიღებს ქვეყნის მმართველობის სადავეებს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში.
„ქართული ოცნება ნიშნავს მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას“, - აღნიშნა პარტიის ახალმა თავმჯდომარემ.
ღარიბაშვილმა თავისი გამოსვლის დიდი ნაწილი მიუძღვნა 2012 წლის არჩევნებამდე მოვლენებს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე სხვა ოპოზიციურ პარტიასთან კოალიციაში შეძლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და ამასთან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ განვითარდა საქართველო ახალი ხელისუფლების პირობებში.
ღარიბაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მოახერხა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასთან მებრძოლი პარტიების გაერთიანება და 2012 წლის არჩევნებში გამარჯვება.
ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს, 29 იანვარს მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან გადადგომისა და „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე მოსალოდნელი დანიშვნის შესახებ განაცხადა. მას პრემიერ-მინისტრის პოსტი ორჯერ ეკავა: 2013-2015 და 2021-2024 წლებში.
ყველა ახალი ამბავი
0