ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა საქართველოში – დარჩენილია 500 მეტრი

© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia ყველაზე გრძელი გვირაბი საქართველო-რუსეთის საზღვრამდე
ყველაზე გრძელი გვირაბი საქართველო-რუსეთის საზღვრამდე - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2024
გამოწერა
პროექტის ფარგლებში შენდება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის 23-კილომეტრიანი გზა, ხუთი ხიდი და ხუთი გვირაბი.
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. ქვეშეთი–კობის ცხრაკილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ დასკვნით სტადიაზეა – უკვე გაყვანილია 8,5 ათასი მეტრი გზა, იუწყება საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
ქვეშეთი–კობის მონაკვეთი თბილისი–სტეფანწმინდის გზის გუდაური–კობის მონაკვეთის შემოვლითი გზაა, სადაც ზამთარში ხშირად იქმნება ზვავსაშიშროება. ამის გამო გზა ხშირად იკეტება. გვირაბის მშენებლობა ე.წ. საქართველოს სამხედრო გზაზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს, დაეხმარება გადამზიდავებსაც, რომლებსაც „ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ გზაზე ხანდახან რამდენიმე დღე უწევთ „საცობში" დგომა.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, პარალელურად მიმდინარეობს საევაკუაციო გვირაბის გაყვანა, სადაც 6,8 ათასი მეტრი არის გაბურღული და დასრულებულია მისასვლელი გზების მშენებლობა.
„ქვეშეთი-კობის პროექტის პროექტის დასრულება დაგეგმილია ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში ყველაზე დიდი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბის მშენებლობა ჯვრის უღელტეხილის ქვეშ მსოფლიოს უნიკალურ გვირაბებს შორის მოხვდება და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა იქნება.
მთლიანობაში შენდება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის 23-კილომეტრიანი გზა, ხუთი ხიდი და ხუთი გვირაბი.
ახალი გზის მეშვეობით ხადის ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა ზამთარში შეინარჩუნებს კავშირს გარე სამყაროსთან. გზა აღარ ჩაიკეტება და სოფელში მცხოვრებლებს ექნებათ წვდომა ყველა საჭირო და აუცილებელ მომსახურებაზე.
ზამთარში აღარ შეიზღუდება სატრანზიტო მოძრაობა, გაიზრდება ტვირთბრუნვა, აშენდება გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზა და ტურისტული ცენტრი, რაც კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის გადაადგილებას და გაზრდის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს.
ახალ გზაზე დაცული იქნება გადაადგილების უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტი და შემცირდება გადაადგილების დროც. თუ ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 საათამდე სჭირდება (ზამთარში უფრო მეტიც) და ზვავსაშიშროებიდან გამომდინარე ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ მონაკვეთის გავლას მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება.
ამას გარდა, თბილისი–გუდაურის მიმართულებით გადაადგილების დროც 2 საათის ნაცვლად 1 საათი და 30 წუთი გახდება, ხოლო თბილისი–სტეფანწმინდის მიმართულებით გადაადგილებას 2 საათისა და 30 წუთის ნაცვლად, 1 საათი და 45 წუთი დასჭირდება.
ყველა ახალი ამბავი
0