https://sputnik-georgia.com/20240131/tbilisshi-avtomobilebis-xmauris-dones-deteqtorebit-daadgenen-286006748.html
თბილისში ავტომობილების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორები დამონტაჟდება
თბილისში ავტომობილების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორები დამონტაჟდება
Sputnik საქართველო
ხმაურის შემოწმების ვალდებულება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ძალაში გასული წლის იანვრიდან შევიდა. 31.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-31T14:18+0400
2024-01-31T14:18+0400
2024-01-31T14:53+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250186486_0:108:2048:1260_1920x0_80_0_0_63f1ce56cb55c363db09925ae9d9f8aa.jpg
თბილისი, 31 იანვარი - Sputnik. თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტომ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მუშაობა დაიწყო ახალ საპილოტე პროექტზე, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორების მონტაჟს ითვალისწინებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.კალაძის თქმით, ქალაქში ბოლო პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მხრიდან გახშირდა ხმაურისთვის დაწესებული ნორმების დარღვევა, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა საღამოს და ღამის საათებში, რითაც წუხდება მოსახლეობა.მისი თქმით, ხმაურის დეტექტორები, რომელიც ჰოლანდიური კომპანია Sorama B.V-ს მიერაა დამზადებული, უკვე განთავსებულია რამდენიმე ევროპულ ქალაქში. „საპილოტე პროექტის ფარგლებში დავაკვირდებით და ანალიზის შემდეგ, შესაძლებელი იქნება აღნიშნული დეტექტორების სხვადასხვა ქუჩასა თუ გამზირზე დამონტაჟება, რაც გააადვილებს ხმაურის დონის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენას და მესაკუთრეებისთვის შესაბამისი სამართალდარღვევის დაკისრებას“, - განაცხადა კალაძემ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხმაურის შემოწმების ვალდებულება ძალაში 2023 წლის 1 იანვრიდან შევიდა. ეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ფარგლებში, ერთ-ერთ კომპონენტად ხორციელდება. ტექდათვალიერებას ვერ გაივლის ავტომობილი, რომლის ხმაურის დონე კონკრეტული მარკის ავტომობილის მწარმოებლისგან დადგენილ ნორმებს აღემატება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250186486_113:0:1936:1367_1920x0_80_0_0_6aba979d32c33d086e3985f2bd468d96.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისში ავტომობილების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორები დამონტაჟდება
14:18 31.01.2024 (განახლებულია: 14:53 31.01.2024) ხმაურის შემოწმების ვალდებულება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ძალაში გასული წლის იანვრიდან შევიდა.
თბილისი, 31 იანვარი - Sputnik. თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტომ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მუშაობა დაიწყო ახალ საპილოტე პროექტზე, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორების მონტაჟს ითვალისწინებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის თქმით, ქალაქში ბოლო პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მხრიდან გახშირდა ხმაურისთვის დაწესებული ნორმების დარღვევა, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა საღამოს და ღამის საათებში, რითაც წუხდება მოსახლეობა.
„აქტიურად ვთანამშრომლობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ერთად განვსაზღვრავთ კონკრეტულ ადგილებს, სადაც აღნიშნული დეტექტორები განთავსდება და მოხდება ნორმის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალების გამოვლენა და დაჯარიმება“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ხმაურის დეტექტორები, რომელიც ჰოლანდიური კომპანია Sorama B.V-ს მიერაა დამზადებული, უკვე განთავსებულია რამდენიმე ევროპულ ქალაქში.
„საპილოტე პროექტის ფარგლებში დავაკვირდებით და ანალიზის შემდეგ, შესაძლებელი იქნება აღნიშნული დეტექტორების სხვადასხვა ქუჩასა თუ გამზირზე დამონტაჟება, რაც გააადვილებს ხმაურის დონის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენას და მესაკუთრეებისთვის შესაბამისი სამართალდარღვევის დაკისრებას“, - განაცხადა კალაძემ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხმაურის შემოწმების ვალდებულება ძალაში 2023 წლის 1 იანვრიდან შევიდა. ეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ფარგლებში, ერთ-ერთ კომპონენტად ხორციელდება. ტექდათვალიერებას ვერ გაივლის ავტომობილი, რომლის ხმაურის დონე კონკრეტული მარკის ავტომობილის მწარმოებლისგან დადგენილ ნორმებს აღემატება.