მიმოხილვა: რუსეთის ჯარების გარღვევა კუპიანსკის მიმართულებით

© photo: Sputnik / Stanislav Krasilnikov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2024
გამოწერა
სპეცოპერაციის ზონის ფრონტის ყველა სექტორზე ინიციატივა რუსეთის ჯარებს აქვთ. წარმატება ყველაზე მეტად კუპიანსკის მიმართულებით შეინიშნება, სადაც ერთ კვირაში რამდენიმე დასახლება განთავისუფლდა - კრახმალნოე, ტაბაევკა, კოტლიაროვკა. რუსული სპეცოპერაციის მიზნების მიღწევა სივრცეში და დროში სულ უფრო ახლოვდება.
რუსულმა ჯარებმა კუპიანსკის მიმართულებით მოწინააღმდეგის თავდაცვაგაარღვიესდა შეტევას ხარკოვის რაიონის სოფელ პეშანოეს მიმართულებით ავითარებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საკმაოდ ლაკონურად იტყობინება, რომ ამ მხარეში ჯარების ჯგუფ „დასავლეთის“ აქტიურმა მოქმედებებმა საარტილერიო და მძიმე ცეცხლსასროლი სისტემების მხარდაჭერით „გააუმჯობესა სიტუაცია ფრონტის ხაზზე" და ასევე გაათავისუფლა ხარკოვის ოლქის დასახლება ტაბაევკა.
1-ლი სატანკო არმიის ქვედანაყოფები წარმატებით მოქმედებენ გეოგრაფიულ სამკუთხედში კრახმალნოე-ტაბაევკა-კისლოვკა. რუსულმა ჯარებმა 24 საათის განმავლობაში 40 კვადრატულ კილომეტრზე აიღეს კონტროლი, ხოლო ბოლო ორი კვირის განმავლობაში 200 კვ. კმ ტერიტორიაგაათავისუფლესდა მტკიცედ მიიწევენ წინ მდინარე ოსკოლის მარცხენა სანაპიროსკენ. ისინი მეთოდურად ანადგურებენ იქ ნაჩქარევად გადასროლილ უკრაინის შეიარაღებული ძალების რეზერვებს − საბრძოლოკონტაქტისხაზზედა ოპერატიული ზურგში.
დღეს რუსული შენაერთები კისლოვკას უტევენ. მოწინააღმდეგე უკან იხევს. მანამდე უკრაინული წყაროები იტყობინებოდნენ, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კუპიანსკიდან ხუთ კილომეტრშიმდებარესოფელსინკოვკასმიდამოშიგარღვევა მოახდინეს. ხარკოვის ოლქში 35-ზე მეტი დასახლება უკვე რუსეთისშეიარაღებულიძალებისკონტროლისქვეშაა.
გერმანული გამოცემა Die Welt ადრე აღნიშნავდა, რომ რუსული ჯარები ფრონტის ყველა სექტორზე დომოინირებენ. ნატოს იარაღის მიწოდება ფაქტობრივად შეჩერებულია და წინა მოცულობებში შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელია. ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების ყოფილმა მეთაურმა ჯეიმს სტავრიდისმა 2024 წლისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების „მიღწევებზე“ უარყოფითი პროგნოზი გააკეთა. კიევის რეჟიმისთვის რეალობა შეიძლება კიდევ უფრო მძიმეიყოს. Washington Post შემთხვევით არ აღნიშნავს, რომ „უკრაინის ხელისუფლების დერეფნებშისასოწარკვეთა სუფევს“.

ნატო უკრაინას სიკვდილის გარანტიას აძლევს

უკრაინის შეიარაღებული ძალების საზაფხულო კონტრშეტევის (2023) წარუმატებლობის გამართლების მცდელობისას, უკრაინის ხელმძღვანელობა ცდილობს, დასავლეთი სამხედრო დახმარების არასაკმარისი რაოდენობისა და დაბალიხარისხისგამო გააკრიტიკოს. უკრაინის არმიისთვის გადაცემული ასობით გერმანული Leopard-იდან დაახლოებით 30 განადგურდა, დანარჩენიკი მწყობრიდან გამოვიდა მექანიკური გაუმართავობის ან ტექნიკური პრობლემების გამო.
კიევს ბევრი პრეტენზია აქვს ამერიკული „ბრედლის“ მიმართაც (ტექნიკური მდგომარეობა და ჯავშანტექნიკისხარისხი), რომლებიცმანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის „შუბის წვერად“ ითვლებოდა. უკრაინისთვის მიწოდებული 200 „ბრედლიდან“ 80-ზე მეტი ხუთ თვეში განადგურდა − ძირითადად ზაპოროჟიეს რეგიონში.
შევნიშნავთ, რომ „ბრედლის“ წარმოება შეერთებულ შტატებში 1995 წელს შეწყდა; ამ მანქანებისუმეტესობაამოღებულიქნა ექსპლუატაციიდან და საწყობებში განთავსდა უტილიზაციის მოლოდინში. ძველი ამერიკული ჯავშანტექნიკის საკმაოდ შეზღუდული რაოდენობა სასწაულს იმთავითვე არ გვპირდებოდა.
ასეა თუ ისე, ვაშინგტონი განაწყენდა უმადურ ბენდეროველებზე. ამერიკელებმა კიევში თავიანთი რევიზორები გაგზავნეს, რომლებმაცმალევე აღმოაჩინეს საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად განკუთვნილი 40 მილიონი დოლარის დატაცება. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ უკრაინული იარაღის „ბიზნესის" წვერია.
გაგრძელება იქნება. ცნობილია, რომ ჰამასისმებრძოლებიღაზისსექტორშიამერიკულM4 ავტომატურკარაბინებს იყენებენ, რომლებიც თავდაპირველად უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იყო განკუთვნილი. იანვრის ბოლოს ჰესბოლას საბრძოლო ნაწილებმა ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემების გამოყენება დააფიქსირეს ისრაელის ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ. დიდია ალბათობა იმისა, რომ ლიბანში ამერიკული Stinger-ებიც უკრაინული არსენალებიდან ჩადიოდეს. ომი ხომ ყველაფერს ჩამოწერს.
კიევის რეჟიმი დაჟინებით ითხოვს ამერიკულ თვითმფრინავებსა და გერმანულ Taurus-ის ფრთოსან რაკეტებს, რომელთა მანძილი 500 კმ-მდეა, მაგრამ შეერთებულ შტატებსა და ევროპაში იზრდება დაღლილობა უკრაინის კონფლიქტისადა რუსული ბირთვული რაკეტების საფრთხის ქვეშ ცხოვრების გამო. თეთრი სახლი ინერციითმოუწოდებს კიდევ 61 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, მაგრამ ამერიკელი კონგრესმენების უმრავლესობა არ აპირებს დამარცხებაში ინვესტირებას.
პენტაგონის რესურსები და არსენალი დღეს იმისთვისაც კი არ არის საკმარისი, რომ ჰესბოლას უპასუხოს ღაზის სექტორში და იემენელ ჰუსიტებს წითელ ზღვაში. თანაც ამას ემატება „სამოქალაქო ომი“ ტეხასისა და მექსიკის საზღვარზე, ჩინეთის მტკიცე განზრახვა ტაივანის შეერთებაზედა ჩრდილოეთ კორეის დაპირება, რომ სამხრეთ კორეას და შეერთებულ შტატებს „გაანადგურებს“.
უკრაინული პრობლემადასავლეთში კანონზომიერად კარგავს აქტუალობას და მეორეხარისხოვანი ხდება. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (უნგრეთი, სლოვაკეთი) უკვე მომწიფდა გაგება, რომ უკრაინის ოპერაციების თეატრში კონფლიქტს „არ აქვს სამხედრო გადაწყვეტა“.
ჟურნალი The American Conservative იტყობინება: „აშკარა რეალობა ის არის, რომ რუსეთი იგებს ომს, მისი ეკონომიკა კი არ სუსტდება აშშ-ის სანქციებით, არამედ ძლიერდება. პეკინი და მოსკოვი სულ უფრო ხშირად მოქმედებენ როგორც ჩუმი მოკავშირეები“.
მეორე მხრივ, უკრაინული ოპერაციების თეატრის რეალობა, რომელიც ვაშინგტონისა და ნატოს ძალისხმევით შეიქმნა, არ იძლევა უკრაინის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების გარანტიას, პირიქით. დასავლეთის მარიონეტულ ომს რუსეთთან გარდაუვალი შედეგები აქვს.
თუ რუსეთის სპეცოპერაციის მიზნების მიღწევის მომენტისთვის უკრაინა რაღაც ტერიტორიას შეინარჩუნებს, ეს იქნება ნეიტრალური ქვეყანა საპოლიციო ფუნქციების მქონე მცირე არმიით.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უცხოურ ჯარებს კვლავ მოუწევთ აღმოსავლეთ ევროპიდან 1997 წლის საზღვრებთან დაბრუნება (მოსკოვის მოთხოვნა 2021 წლის დეკემბერში) თანაბარი და განუყოფელი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის ჩამოსაყალიბებლადდა გასაძლიერებლად. უგუნური „ჰეგემონების“ ან მათი ვასალების მიერ უსაფრთხოების პრინციპების ასეთ დარღვევას რუსეთი მომავალშიცგამოასწორებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0