https://sputnik-georgia.com/20240131/peskovis-tqmit-nato-safrtxes-uqmnis-rusets-286010155.html
პესკოვი: ნატო საფრთხეს უქმნის რუსეთს
პესკოვი: ნატო საფრთხეს უქმნის რუსეთს
Sputnik საქართველო
თბილისი, 31 იანვარი − Sputnik. ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო ალიანსს შეერთებული შტატები აკონტროლებს და ის მისთვის კონფრონტაციის ინსტრუმენტია, განაცხადა რუსეთის... 31.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-31T16:35+0400
2024-01-31T16:35+0400
2024-01-31T16:35+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
ნატო
აშშ
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/03/282927048_0:0:3075:1731_1920x0_80_0_0_a3911c1bf4a90a0627d0e8a675b79f86.jpg
თბილისი, 31 იანვარი − Sputnik. ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო ალიანსს შეერთებული შტატები აკონტროლებს და ის მისთვის კონფრონტაციის ინსტრუმენტია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.მისი თქმით, ნატო სწორედ კონფრონტაციის ინსტრუმენტად იყო ჩაფიქრებული, ჩამოყალიბებული და კონფიგურირებული, და შეერთებული შტატებიც მას ზუსტად ასეთ ინსტრუმენტად იყენებს. ნატო-მ ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდ სამხედრო წვრთნები 22 იანვარს დაიწყო. როგორც მანამდე ალიანსის სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა რობ ბაუერმა განაცხადა, მანევრებზე ნატო აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის სავარაუდო შეჭრაზე რეაგირებას დაამუშავებს. Steadfast Defender-ში, რომელიც მაისში დასრულდება, დაახლოებით 90 ათასი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. გარდა ამისა, სწავლებაში ჩაერთვება 50-ზე მეტი ავიამზიდი და ესკადრონული ნაღმმზიდი, 80 გამანადგურებელი ვერტმფრენი და დრონი, ასევე 1100-მდე ტანკი და ჯავშანმანქანა.მანამდე ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები, სახელწოდებით Reforger, რომელშიც 125 000 სამხედრო მონაწილეობდა, ალიანსმა 1988 წელს ჩაატარა. მას შემდეგ ყველაზე მსხვილი იყო 2018 წლის სწავლება Trident Juncture, რომელშიც 50 ათასი სამხედრო იღებდა მონაწილეობას.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/03/282927048_183:0:2914:2048_1920x0_80_0_0_254e497a36c85e5ba872f8040c85e5ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, ნატო , აშშ , პოლიტიკა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, ნატო , აშშ , პოლიტიკა
თბილისი, 31 იანვარი − Sputnik. ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო ალიანსს შეერთებული შტატები აკონტროლებს და ის მისთვის კონფრონტაციის ინსტრუმენტია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, ნატო სწორედ კონფრონტაციის ინსტრუმენტად იყო ჩაფიქრებული, ჩამოყალიბებული და კონფიგურირებული, და შეერთებული შტატებიც მას ზუსტად ასეთ ინსტრუმენტად იყენებს.
„ეს ინსტრუმენტი თავისი როლის შესრულებას განაგრძობს და, რაღა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის საფრთხეა − ასე აღვიქვამთ ამას და მუდმივად ვიღებთ შესაბამისი ზომებს. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ალიანსი უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც თავის სამხედრო ინფრასტრუქტურას ჩვენი საზღვრებისკენ სწევს“, − უპასუხა პესკოვმა ჟურნალისტების შეკითხვას, მიაჩნია თუ არა რუსეთს, რომ ნატოს წვრთნები Steadfast Defender-ს საფრთხეს უქმნის მას.
ნატო-მ ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდ სამხედრო წვრთნები 22 იანვარს დაიწყო. როგორც მანამდე ალიანსის სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა რობ ბაუერმა განაცხადა, მანევრებზე ნატო აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის სავარაუდო შეჭრაზე რეაგირებას დაამუშავებს. Steadfast Defender-ში, რომელიც მაისში დასრულდება, დაახლოებით 90 ათასი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. გარდა ამისა, სწავლებაში ჩაერთვება 50-ზე მეტი ავიამზიდი და ესკადრონული ნაღმმზიდი, 80 გამანადგურებელი ვერტმფრენი და დრონი, ასევე 1100-მდე ტანკი და ჯავშანმანქანა.
მანამდე ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები, სახელწოდებით Reforger, რომელშიც 125 000 სამხედრო მონაწილეობდა, ალიანსმა 1988 წელს ჩაატარა. მას შემდეგ ყველაზე მსხვილი იყო 2018 წლის სწავლება Trident Juncture, რომელშიც 50 ათასი სამხედრო იღებდა მონაწილეობას.