https://sputnik-georgia.com/20240131/papuashvili-lelo-chixuaxuas-sindromis-mqone-partiaa-286009383.html
პაპუაშვილი: „ლელო საქართველოსთვის“ „ჩიხუახუას სინდრომის" მქონე პარტიაა
პაპუაშვილი: „ლელო საქართველოსთვის“ „ჩიხუახუას სინდრომის" მქონე პარტიაა
Sputnik საქართველო
პარტია „ლელო საქართველოსთვის" 2019 წლის დეკემბერში ორმა ბანკირმა - მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ შექმნეს. 31.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-31T16:13+0400
2024-01-31T16:13+0400
2024-01-31T16:13+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/04/284695521_0:142:2048:1295_1920x0_80_0_0_37794f69eec3545cee9658544bd88b13.jpg
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მათ უნდა დაადგინონ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგი და ისეთი გონორით მოქმედებენ, რომ ირონიისა და სიცილის გარდა სხვა რეაქციას არ იწვევს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.„ლელო საქართველოსთვის" ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელმაც ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადა. როგორც დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, „ლელომ" იცის როგორ შეასრულოს ეს პუნქტები პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საზოგადოებამ დაინახა მათი მხრიდან პროცესის დისკრედიტაციის პირველი ნაბიჯი, რაც ევროკავშირთან ინტეგრაციას შეეხება. როდესაც მოწოდება არის, რომ პროცესი ინკლუზიური უნდა იყოს, პარტია „ლელო“ კი ყველაზე რადიკალურად იქცევა, პოლიტიკოსის მოსაზრებით, ევროკავშირმაც შესაბამისი რეაქცია უნდა გამოხატოს. „ადრე, როდესაც „ლელო“ რადიკალურ გზას ადგა, მათ ბრიუსელში, კაბინეტებში შეხვედრები მაინც ჰქონდათ. მე მაშინ ვამბობდი, რომ ეს იყო რადიკალიზმის წახალისების შედეგი. სწორედ ამ წახალისების შედეგად ისინი ფიქრობენ, ორი დეპუტატით პარლამენტში დღის წესრიგი უნდა განსაზღვრონ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.დეპუტატი: „ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური კურიოზია>>>„ქართული ოცნება" „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებს პარტიებს – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „საქართველოსთვის".სულ ახლახანს, როდესაც კანდიდატის სტატუსის მისაღებაც მმართველი პარტია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობდა, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა „ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.პარტია „ლელო"პარტია „ლელო საქართველოსთვის" 2019 წლის დეკემბერში ორმა ბანკირმა, ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკის ТВС Bank-ის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ შექმნეს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატის ადგილი მოიპოვა. 2021 წლის ნოემბერში ხაზარაძეს საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ჯაფარიძე კი მანდატის გარეშე დარჩა 2022 წლის თებერვალში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, რომელმაც ჯაფარიძე და მისი თანამებრძოლი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/04/284695521_307:120:1969:1366_1920x0_80_0_0_b8c6f28d4bb55cc46580940f713793e1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები
პაპუაშვილი: „ლელო საქართველოსთვის“ „ჩიხუახუას სინდრომის" მქონე პარტიაა
პარტია „ლელო საქართველოსთვის" 2019 წლის დეკემბერში ორმა ბანკირმა - მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ შექმნეს.
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მათ უნდა დაადგინონ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგი და ისეთი გონორით მოქმედებენ, რომ ირონიისა და სიცილის გარდა სხვა რეაქციას არ იწვევს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„ლელო საქართველოსთვის" ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელმაც ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადა. როგორც დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, „ლელომ" იცის როგორ შეასრულოს ეს პუნქტები პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
„ლელო“ ქართულ პოლიტიკაში საინტერესო მოვლენაა... არსებობს „ჩიხუახუას სინდრომი“ და ამ სინდრომით არის დღეს „ლელო“ წარმოდგენილი. ორ დეპუტატს უნდა, რომ პარლამენტის დღის წესრიგი განსაზღვროს, თან ამას ისეთ ტონალობაში, ისეთი გონორით წარმოაჩენენ, რომ ირონიისა და სიცილის გარდა სხვა რაიმე რეაქციას არ იწვევს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საზოგადოებამ დაინახა მათი მხრიდან პროცესის დისკრედიტაციის პირველი ნაბიჯი, რაც ევროკავშირთან ინტეგრაციას შეეხება. როდესაც მოწოდება არის, რომ პროცესი ინკლუზიური უნდა იყოს, პარტია „ლელო“ კი ყველაზე რადიკალურად იქცევა, პოლიტიკოსის მოსაზრებით, ევროკავშირმაც შესაბამისი რეაქცია უნდა გამოხატოს.
„ადრე, როდესაც „ლელო“ რადიკალურ გზას ადგა, მათ ბრიუსელში, კაბინეტებში შეხვედრები მაინც ჰქონდათ. მე მაშინ ვამბობდი, რომ ეს იყო რადიკალიზმის წახალისების შედეგი. სწორედ ამ წახალისების შედეგად ისინი ფიქრობენ, ორი დეპუტატით პარლამენტში დღის წესრიგი უნდა განსაზღვრონ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნება" „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებს პარტიებს – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „საქართველოსთვის".
სულ ახლახანს, როდესაც კანდიდატის სტატუსის მისაღებაც მმართველი პარტია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობდა, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა „ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.
პარტია „ლელო საქართველოსთვის" 2019 წლის დეკემბერში ორმა ბანკირმა, ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკის ТВС Bank-ის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ შექმნეს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატის ადგილი მოიპოვა. 2021 წლის ნოემბერში ხაზარაძეს საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ჯაფარიძე კი მანდატის გარეშე დარჩა 2022 წლის თებერვალში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, რომელმაც ჯაფარიძე და მისი თანამებრძოლი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.