კუს ტბის საბაგირო 31 იანვარს 17 საათამდე არ გაიხსნება

© photo: Sputnik / Stringerკუს ტბის საბაგირო გზა
კუს ტბის საბაგირო გზა - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2024
გამოწერა
მერიის ინფორმაციით, კუს ტბის საბაგირო გზაზე ტექნიკური სამუშაოებია დაგეგმილი.
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 31 იანვარს 10:00 საათის ნაცვლად მგზავრებისთვის 17:00 საათიდან გაიხსნება, იუწყება თბილისის მერია.
როგორც უწყებაში განმარტავენ, საბაგირო გზას რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები ჩაუტარდება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.
კუს ტბა თბილისელებისთვის დასვენებისა და გართობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. ტბის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილია სასეირნო ბილიკებით, სპორტული მოედნებით, აქვე ფუნქციონირებს რამდენიმე კაფე და რესტორანი. კუს ტბის ჩრდილოეთ ფერდობზე განთავსებულია ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც საქართველოს მინიატურული მოდელია. კუს ტბაზე მოხვედრა შეიძლება როგორც ავტომობილით, ისე საბაგირო გზით.
ყველა ახალი ამბავი
0