„ევროვიზია 2024" -საქართველოს წარმომადგენელი მეორე ნახევარფინალში გამოვა

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიევროვიზია
ევროვიზია - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2024
გამოწერა
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 7, 9 და 11 მაისს შვედეთის ქალაქ მალმეში, Malmö Arena-ზე გაიმართება.
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. საქართველოს წარმომადგენელი სიმღერის კონკურსზე „ევროვიზია-2024“ მეორე ნახევარფინალში გამოვა. ამის შესახებ ცნობილი გახდა ქალაქ მალმეში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, სადაც შოუ გაიმართება.
ევროვიზიის სასიმღერო კონკურსზე, რომელსაც წელს შვედეთი უმასპინძლებს, საქართველოს ნუცა ბუზალაძე წარადგენს.
საქართველოსთან ერთად, მეორე ნახევარფინალში გამოვლენ ავსტრია, მალტა, შვეიცარია, საბერძნეთი, ჩეხეთი, ალბანეთი, დანია, სომხეთი, ისრაელი, ესტონეთი, ნიდერლანდები, ნორვეგია, ლატვია, სან-მარინო და ბელგია.
რაც შეეხება პირველ ნახევარფინალურ შოუს, აქ წარდგებიან: უკრაინა, კვიპროსი, პოლონეთი, სერბეთი, ლიეტუვა, ხორვატია, ირლანდია, სლოვენია, ისლანდია, ფინეთი, პორტუგალია, ლუქსემბურგი, ავსტრალია, აზერბაიჯანი და მოლდოვა.
საქართველოს ევროვიზიაზე ნუცა ბუზალაძე წარადგენს>>>
დიდი ხუთეულის ქვეყნები: დიდი ბრიტანეთი, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია და წინა წლის გამარჯვებული ქვეყანა - შვედეთი ავტომატურად მოხვდებიან ფინალში.
შვედეთს, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას პირველ ნახევარფინალში შეეძლებათ ხმის მიცემა, ესპანეთს, იტალიას დ საფრანგეთს კი – მეორე ნახევარფინალში.
კონკურსის ფინალი 11 მაისს სპორტულ კომპლექს „მალმე არენაში“ გაიმართება, ნახევარფინალი კი 7 და 9 მაისს ჩატარდება.
ნუცა ბუზალაძე 1997 წლის 28 იანვარს დაიბადა. მას ათზე მეტ კონკურში აქვს მონაწილეობა მიღებული და არაერთხელ აქვს მოპოვებული წარმატება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ნუცა არის გამარჯვებული ისეთი კონკურსების როგორიცაა 2014 წლის „ახალი ტალღა“ , Kenga Magjike (2021), American Idol (შევიდა 2023 წლის ტოპ-12-ში).
2018 წელს მომღერალმა სადებიუტო ალბომი გამოუშვა სახელწოდებით „ნუცა 22“, რომელიც „ბრავო რეკორდსში“ ჩაწერა. ალბომი სამენოვანია და მასში ნუცას და სხვა კომპოზიტორების მიერ დაწერილი 11 სიმღერა შედის.
ყველა ახალი ამბავი
0