დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 იანვარი

© photo: Sputnik / Sergey Malgavko / გადასვლა მედიაბანკშიცა
ცა - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 31 იანვარია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
დღეს ყველაფერში ჰარმონია უნდა ვეძებოთ. უსიამოვნო სიტუაციებშიც კი უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. თუ დადებითად ვიქნებით განწყობილი, ყველაფერს გავუმკლავდებით. რასაც ჩვენი ხასიათის გაფუჭება შეუძლია, ეს ურთიერთობებია. შეიძლება საინტერესო ადამიანები გავიცნოთ, მაგრამ, მათი ხიბლის მიუხედავად, გულის გადაშლა არ ღირს.
ასევე არ ღირს გულწრფელობა ახლობლებთან - ისინი ახლა კრიტიკულად არიან განწყობილი და შეიძლება გვაწყენინონ. კარგი დღეა იმისთვის, რომ კონკურენტებს ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია.
ვერძი: მოგიწევთ თქვენი ძალის ჩვენება მეტოქეებისთვის. ისინი, ბოლოს და ბოლოს, გზიდან ჩამოგცილდებიან. ურთიერთობებში ფრთხილად იყავით - შეიძლება ისეთი რამ თქვათ, რაც კარგ არაფერს მოგიტანთ. არ არის კარგი დღე ნაცნობობისთვის - შეიძლება თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც თქვენზე დამანგრეველი გავლენა მოახდინონ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2018
როგორია თქვენი აურის ფერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: დღეს ბუზის სპილოდ ქცევა და ახლობლებზე ჯავრის ამოყრა შეგიძლიათ, მაგრამ ამის გაკეთება არ ღირს. თავი ხელში აიყვანეთ, რათა ურთიერთობები შეინარჩუნოთ. არ შეუშინდეთ წაგებას - ახლა მნიშვნელოვანია არა შედეგი, არამედ განვლილი გზა, მით უმეტეს, რომ ამ გზაზე იღბალი თქვენ გვერდით იქნება. ყველაფერი კარგად ჩაივლის.
ტყუპი: წარმატება გელოდებათ, მაგრამ მის მისაღწევად დროისა და ძალების დახარჯვა მოგიწევთ. ეცადეთ, შესაძლებლობები, რომელიც ბევრი მოგეცემათ, ხელიდან არ გაუშვათ. დღეს ნახავთ თქვენი გადაწყვეტილებების რეალურ შედეგებს და თუ ისინი სწორი იყო, სამყაროსგან ბონუსებსაც მიიღებთ. სამუშაოზე და ურთიერთობებში ნუ იქნებით გულუბრყვილო.
კირჩხიბი: მშვიდი დღე არ გელოდებათ - ბევრი საქმეც გექნებათ და ლაპარაკიც. ასე რომ, განეწყვეთ აქტიურობისთვის. ეს სასარგებლო თქვენი როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის. მაგრამ ასტროლოგები გირჩევენ, საუბრების დროს იფრთხილოთ - ბევრ გაუჩნდება კამათის სურვილი, მაგრამ არ ღირს კამათში ჩაბმა. ეცადეთ, მწვავე საკითხები შეარბილოთ.
ბროლის ბურთი  - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2023
რა ბედი არგუნა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს განგებამ
ლომი: ძალიან საინტერესო დღე გელოდებათ გიჟური ემოციებით, რომელსაც იმ შემთხვევაში მიიღებთ, თუ სახლში არ გაჩერდებით და თავგადასავლების საძებნელად წახვალთ. რთული იქნება საუბრები. შესაძლოა, ვიღაც კამათისა და ჩხუბისთვის იყოს განწყობილი, ამიტომ ეცადეთ, განწყობა არ გაიფუჭოთ. როგორც ჰოროსკოპი ამბობს, დღეს გექნებათ ბევრი დრამაცა და სიცილით.
ქალწული: დღეს ძალიან წაგადგებათ თვითშეფასების ამაღლება - გახსოვდეთ, რომ ბევრი რამე შეგიძლიათ. შეეჭიდეთ რთულ საქმეებს, მათ იოლად გაუმკლავდებით. მაგრამ ასევე იცოდეთ, რომ პრობლემებიც მოსალოდნელია. იყავით უფრო შემტევი, ხანდახან ხერხი ამჯობინეს ღონეს და ყველაფერი გამოგივათ. ახლა ახალი გადაწყვეტილებები და ვარიანტები უნდა ეძებოთ.
სასწორი: რთული დღე გელოდებათ. ნეგატივით თითქოს ჰაერიც კი გაჟღენთილი იქნება. ამიტომ არარეკომენდებულია საკუთარი აზრის გამოთქმა და მისი გატანის მცდელობა - ეს მხოლოდ გაართულებს თქვენს გზას. ასტროლოგები ყველაფერში სიფრთხილეს გირჩევენ, მათ შორის, ჯანმრთელობის კუთხითაც. მაღალია ტრავმის მიღების ალბათობა.
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2023
რითია ზოდიაქოს თქვენი ნიშანი სხვა ნიშანზე უკეთესი
მორიელი: ჯობია, სახლიდან არ გახვიდეთ და თუ შესაძლებელია, თქვენს მყუდრო ბინაში დარჩით. საქმე ისაა, რომ ქუჩაშიცა და ოფისშიც პრობლემები გელოდებათ, რამაც შეიძლება საქმეებიც გაგიფუჭოთ და ხასიათიც. ურთიერთობებში იფრთხილეთ - ზოგიერთი თანამოსაუბრე შეიძლება ძალზე აგრესიული აღმოჩნდეს და კონფლიქტში ჩაგითრიოთ.
მშვილდოსანი: საჭირო და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობები ადვილი არ იქნება - მათ ვერ გაუგებთ და ამასთან, ისინი უარყოფითად იქნებიან განწყობილი. ასე რომ, ნებისმიერი საუბარი შეიძლება კამათით ან უარესი - ჩხუბით დამთავრდეს. ასტროლოგები გირჩევენ, ეძებოთ ბალანსი, როდესაც გეგმის მიხედვით ვერ მიდიხართ - ეს არ უნდა აისახოს თქვენს განწყობაზე და ნერვებზე.
თხის რქა: ცუდი დღეა ურთიერთობებისთვის. შეიძლება რამე წამოგცდეთ და ახლახან დაწყებული ურთიერთობები, რომელიც ძალიან გჭირდებათ, გააფუჭოთ. ასე რომ, ყურადღებით დააკვირდით თითოეულ სიტყვას და დაძაბულობის შექმნისთანავე განმუხტეთ ის. ასტროლოგები გირჩევენ, სხვა გადაწყვეტილებები და სვლები მოძებნოთ, როდესაც რთულ საქმეს შეუდგებით - ნაცადი მეთოდები უკვე აღარ გაჭრის.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2018
ზოდიაქოს ნიშნების ტიპური ცხოვრებისეული შეცდომები
მერწყული: გულს ნუ გადაუშლით თითოეულ შემხვედრს - უცნობ ადამიანებს, შესაძლოა, ბოროტი განზრახვა ამოძრავებდეთ. ასევე არ ღირს გულის გადაშლა ახლობლებთან - ისინი, დიდი ალბათობით, დღეს ყველაფერს კრიტიკულად უყურებენ. ეძებეთ განსხვავებული ვარიანტები და გადაწყვეტილებები, როდესაც რთულ ამოცანებს გააკეთებთ. საჭიროა, რომ მათ სხვა კუთხით შეხედოთ.
თევზები: არ ღირს გუნდურ მუშაობაში ჩართვა და რთულ თემებზე ურთიერთობები, ამან, შესაძლოა, დამატებითი პრობლემები შეგიქმნათ და ნერვები გაგიფუჭოთ. ამ დღეს განმარტოება ჯობია. ასტროლოგები გირჩევენ, არ დათანხმდეთ მაშინვე შემოთავაზებულ წინადადებებს - დიდი ალბათობით, მათში რაღაც მზაკვრული იმალება, რაც თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეარყევს.
ყველა ახალი ამბავი
0