ბექა ვარდოსანიძის სახლი გაჩხრიკეს: სუს-ი „ალტ-ინფოსთან“ აფილირებული ბლოგერით დაინტერესდა

© photo: SputnikЗдание Службы государственной безопасности Грузии
Здание Службы государственной безопасности Грузии - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2024
გამოწერა
ვარდოსანიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მოწმის სახით გადაიყვანეს.
თბილისი, 31 იანვარი— Sputnik. კონტრტერორისტულმა ცენტრმა საინფორმაციო პლატფორმა „ალტ-ინფოს“ წევრის, ბლოგერ ბექა ვარდოსანიძის პირადი, საცხოვრებელი ბინისა და ავტოფარეხის ჩხრეკა ჩაატარა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვარდოსანიძის სახლში ჩხრეკა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სსკ-ის 331-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე ჩატარდა - ვარდოსანიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მოწმის სახით გადაიყვანეს.
კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით დგინდება, რომ დროის გარკვეული ინტერვალით, ვარდოსანიძის ელექტრონული ფოსტიდან სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ტელეკომპანია „იმედის“ ოფიციალურ მეილზე აღნიშნულმა მომხმარებელმა გაგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინება. ტექსტში მითითებული იყო, რომ კლუბში „ბასიანი“, ბარში „რატის ბარში“ და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საახალწლო ღონისძიების ფარგლებში განთავსებულ სცენზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიასა და სხვადასხვა ავტომანქანაში დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა კომპიუტერული და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ტექნიკა, რაზეც ჩატარდება შესაბამისი მოქმედებები და საექსპერტო კვლევები. საქმეზე გრძელდება გამოძიება.
საინფორმაციო პლატფორმა „ალტ-ინფომ“, რომელიც საზოგადოებისთის ლგბტ-თემის წინააღმდეგ აქციების ორგანიზებითა არის ცნობილი, სუს-ის ვარდოსანიძით დაინტერესება შეაფასა როგორც „პოლიტიკური რეპრესია“.
საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის მიხედვით ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
ყველა ახალი ამბავი
0