https://sputnik-georgia.com/20240131/benzingasamart-sadgurebze-sawvavis-xarisxi-sheamowmes-286001850.html
ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხი შეამოწმეს
ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხი შეამოწმეს
Sputnik საქართველო
ლაბორატორიული კვლევების შედეგად დარღვევები გამოვლინდა როგორც ბენზინის, ისე დიზელის საწვავის სინჯებში 31.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-31T11:07+0400
2024-01-31T11:07+0400
2024-01-31T12:17+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261447335_0:108:3256:1940_1920x0_80_0_0_562320e04baa7f2c9c9187e305ab1a6d.jpg
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის ასამდე ავტოგასამართ სადგურზე საწვავის ხარისხი შეამოწმეს, იუწყება დეპარტამენტის პრეს-სამსახური.საერთო ჯამში სპეციალისტებმა ჰაერის საწვავით დაბინძურების ხარისხის შემოწმების მიზნით ბენზინის 20 და დიზელის საწვავის 80 ერთეული სინჯი აიღეს. კერძოდ, სპეციალისტებმა შეამოწმეს პროდუქციის შესაბამისობა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სტანდარტებთან.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი ოქმები შეადგინეს. ჯარიმების ოდენობა, ჯამში, 2 მილიონ ლარზე მეტია. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის სასამართლოებში გადაიგზავნა.დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდი ციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას - 2019 წლის 1 იანვრიდან დიზელის საწვავში ტყვიის დონე არ უნდა აღემატებოდეს 50 მილიგრამს.ექსპერტები თბილისში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მიზეზად საწვავის დაბალ ხარისხს ასახელებენ.საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს 5 მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა, არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ. კომპანიების ნაწილი საწვავს იძენს საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე, ნაწილი პირდაპირ იმპორტს ახორციელებს.დღეისათვის 1 ლიტრი საწვავის საშუალო საცალო ფასები ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შემდეგია: სუპერი – 3,64-3,69 ლარი, პრემიუმი – 3,22-3,24 ლარი, რეგულარი – 3,08-3,12 ლარი, ევრო დიზელი – 3.38-3,48 ლარი, გაზი – 1.55 -1,69 ლარი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261447335_263:0:2994:2048_1920x0_80_0_0_fbc258dea9989990152de297ad18d847.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხი შეამოწმეს
11:07 31.01.2024 (განახლებულია: 12:17 31.01.2024) ლაბორატორიული კვლევების შედეგად დარღვევები გამოვლინდა როგორც ბენზინის, ისე დიზელის საწვავის სინჯებში
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის ასამდე ავტოგასამართ სადგურზე საწვავის ხარისხი შეამოწმეს, იუწყება დეპარტამენტის პრეს-სამსახური.
საერთო ჯამში სპეციალისტებმა ჰაერის საწვავით დაბინძურების ხარისხის შემოწმების მიზნით ბენზინის 20 და დიზელის საწვავის 80 ერთეული სინჯი აიღეს. კერძოდ, სპეციალისტებმა შეამოწმეს პროდუქციის შესაბამისობა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სტანდარტებთან.
ლაბორატორიული კვლევების შედეგად დარღვევები გამოვლინდა როგორც ბენზინის, ისე დიზელის საწვავის სინჯებში. კერძოდ, დიზელის საწვავის 25 და ბენზინის 3 სინჯში საწვავის ხარისხი არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს. მათგან 12 ნიმუშში დარღვეული იყო გოგირდის შემცველობა, 10 სინჯში დაფიქსირდა დახურულ ტიგელში აფეთქების ტემპერატურის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა. რიგ შემთხვევაში, ერთდროულად იყო დარღვეული რამდენიმე პარამეტრი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი ოქმები შეადგინეს. ჯარიმების ოდენობა, ჯამში, 2 მილიონ ლარზე მეტია. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის სასამართლოებში გადაიგზავნა.
დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდი ციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას - 2019 წლის 1 იანვრიდან დიზელის საწვავში ტყვიის დონე არ უნდა აღემატებოდეს 50 მილიგრამს.
ექსპერტები თბილისში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მიზეზად საწვავის დაბალ ხარისხს ასახელებენ.
საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს 5 მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა, არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ. კომპანიების ნაწილი საწვავს იძენს საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე, ნაწილი პირდაპირ იმპორტს ახორციელებს.
დღეისათვის 1 ლიტრი საწვავის საშუალო საცალო ფასები ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შემდეგია: სუპერი – 3,64-3,69 ლარი, პრემიუმი – 3,22-3,24 ლარი, რეგულარი – 3,08-3,12 ლარი, ევრო დიზელი – 3.38-3,48 ლარი, გაზი – 1.55 -1,69 ლარი.