2023 წელს რამდენი ობიექტი აშენდა საქართველოში - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმშენებარე ობიექტი
მშენებარე ობიექტი - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2024
გამოწერა
აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონებზე.
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. 2023 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში შევიდა 3,2 მლნ კვადრატული მეტრი საერთო ფართობის 3.182 ობიექტი, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საანგარიშო პერიოდში ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა 23,7%-ით, ხოლო საერთო ფართობი – 19,9%-ით გაიზარდა.
2023 წლის იანვარ-სექტემბერში აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონებზე.
ახალი რეკორდი - ვიცე-პრემიერი საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაზე>>>
2023 წელს ხელისუფლების მუნიციპალურმა ორგანოებმა 9,4 მლნ კვადრატული მეტრი ფართობის ობიექტების აშენების 11,3 ათასი ნებართვა გასცეს.
2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაცემული ნებართვების რაოდენობა 4,2%-ით გაიზარდა, ხოლო სავარაუდო მშენებლობების ფართობი 26,4%-ით გაიზარდა.
გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან 73,7% მოდის ოთხ რეგიონზე: თბილისი, ქვემო ქართლი, იმერეთი და მცხეთა-მთიანეთი.
კომპეტენტურმა ორგანოებმა წლის დასაწყისიდან ნებართვები გასცეს სხვადასხვა სახის შენობების მშენებლობაზე: მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, სავაჭრო ობიექტები, ქარხნები, სასოფლო-სამეურნეო ობიექტები და სხვ. ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.
ყველა ახალი ამბავი
0