https://sputnik-georgia.com/20240130/weretlis-gamzirze-transportis-mozraoba-ormxrivad-1-tebervals-agdgeba-285987421.html
წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად 1-ელ თებერვალს აღდგება
წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად 1-ელ თებერვალს აღდგება
Sputnik საქართველო
წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები 2023 წლის მაისში დაიწყო. 30.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-30T15:12+0400
2024-01-30T15:12+0400
2024-01-30T15:12+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/1d/285956823_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_cc607a694d5ed72a97e9b4eee281c578.jpg
თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად1-ელ თებერვალს აღდგება, განაცხადეს თბილისის მერიის პრეს-სამსახურში.2023 წლის დეკემბერში თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის აღდგენითი სამუშაოების შესრულებაზე კონტრაქტის დასრულების ვადა 51 კალენდარული დღით - 2024 წლის იანვრის დასაწყისიდან თვის ბოლომდე გადაიტანა. 16 იანვარს კი თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან - R.T.D.-სთან და Millennium Builders Group-თან ხელშეკრულება გაწყვიტა. მიზეზი შესრულებული სამუშაოს უხარისხობა და შეთანხმებული ვადების შეუსრულებლობაა. მიუხედავად წარმოქმნილი პრობლემისა, მერიაში პირობა დადეს, რომ სამუშაოები დადგენილ ვადაში დასრულდება და გამზირზე მოძრაობა დათქმულ ვადაში აღდგება.თბილისის მერიის განმარტებით, დარჩენილი დამატებითი სამუშაოებიკი, მათ შორის ტროტუარების მოწესრიგება, გამწვანების სამუშაოები, მიწისქვეშა ურნების მოწყობა, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს და მარტში დასრულდება.17 იანვრიდან გამზირს ოთხი კომპანია არემონტებს: „ენკო“, „პარმა“, „GEO გრუპი“ და „ბლექ სი გრუპი“. გზის სავალ ნაწილზე სამუშაოების დასრულება იანვრის ბოლოს იყო დაგეგმილი.წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები 2023 წლის მაისში დაიწყო. გამზირის აღდგენისა და განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 28,4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/1d/285956823_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_e727edb9788d71058b4b17686480deca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად 1-ელ თებერვალს აღდგება
წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები 2023 წლის მაისში დაიწყო.
თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად1-ელ თებერვალს აღდგება, განაცხადეს თბილისის მერიის პრეს-სამსახურში.
2023 წლის დეკემბერში თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის აღდგენითი სამუშაოების შესრულებაზე კონტრაქტის დასრულების ვადა 51 კალენდარული დღით - 2024 წლის იანვრის დასაწყისიდან თვის ბოლომდე გადაიტანა. 16 იანვარს კი თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან - R.T.D.-სთან და Millennium Builders Group-თან ხელშეკრულება გაწყვიტა. მიზეზი შესრულებული სამუშაოს უხარისხობა და შეთანხმებული ვადების შეუსრულებლობაა.
მიუხედავად წარმოქმნილი პრობლემისა, მერიაში პირობა დადეს, რომ სამუშაოები დადგენილ ვადაში დასრულდება და გამზირზე მოძრაობა დათქმულ ვადაში აღდგება.
„სამუშაოების ძირითადი ნაწილი ხვალ დასრულდება. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ 1 თებერვალს ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგეს. ხვალ მოირეცხება გზის სავალი ნაწილი. სავალ ნაწილზე ასფალტის სამი ფენა დაიგო", - განაცხადეს მერიაში.
თბილისის მერიის განმარტებით, დარჩენილი დამატებითი სამუშაოებიკი, მათ შორის ტროტუარების მოწესრიგება, გამწვანების სამუშაოები, მიწისქვეშა ურნების მოწყობა, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს და მარტში დასრულდება.
17 იანვრიდან გამზირს ოთხი კომპანია არემონტებს: „ენკო“, „პარმა“, „GEO გრუპი“ და „ბლექ სი გრუპი“. გზის სავალ ნაწილზე სამუშაოების დასრულება იანვრის ბოლოს იყო დაგეგმილი.
წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები 2023 წლის მაისში დაიწყო. გამზირის აღდგენისა და განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 28,4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.