https://sputnik-georgia.com/20240130/uzrav-qonebaze-fasebi-saqartvelosi-2024-welsac-gaizrdeba-285995239.html
უძრავ ქონებაზე ფასები საქართველოში 2024 წელსაც გაიზრდება: ანალიტიკოსების პროგნოზი
უძრავ ქონებაზე ფასები საქართველოში 2024 წელსაც გაიზრდება: ანალიტიკოსების პროგნოზი
Sputnik საქართველო
ფასების ზრდის მასშტაბურმა ბუმმა ჩაიარა, თუმცა ამ ეტაპზე ფასების შემცირების წინაპირობებიც არ არსებობს, განაცხადეს კომპანიაში. 30.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-30T19:43+0400
2024-01-30T19:43+0400
2024-01-30T19:43+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
საქართველო
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0f/275808294_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_99545a91f9c38e1468e64b6c5a74fdba.jpg
თბილისი, 30იანვარი – Sputnik. თუ მიმდინარე მოთხოვნა შენარჩუნდება, საქართველოში ფასები უძრავ ქონებაზე 2024 წელს 10%–ით მოიმატებს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt& Taggart–ის კვლევაში.უძრავი ქონების ბაზარზე პირველად ბინებზე მოთხოვნა კვლავ მზარდია, ბაზარი კი კონკურენტულია.საინვესტიციო ბანკის სექტორული კვლევების განყოფილების უფროსის კახა სამყურაშვილის თქმით, ფასების აგრესიული ზრდის ბუმი გადავლილია, თუმცა ამ ეტაპზე შემცირების წინაპირობები არ არსებობს.როგორც ექსპერტმა აღნიშნა. თბილისის უძრავი ქონების ბაზარი ძალიან კონკურენტულია. ამჟამად დაახლოებით 400 პროექტის რეალიზაცია მიმდინარეობს, რაც საკმაოდ მაღალი რიცხვია.ახალი ბინების ფასები თბილისში იზრდება - ახალი სტატისტიკა>>„ბევრი დეველოპერია და არცერთი არ არის ისეთი, რომელსაც ბაზრის თუნდაც 10%-ზე მეტი უჭირავს შეთავაზებული ბინების რაოდენობის მიხედვით“, – აღნიშნა სამყურაშვილმა.2023 წლის 11 თვეში თბილისში 36.283 ბინა გაიყიდა, რაც 2022 წლის რეკორდულ მაჩვენებელზე 7,3%–ით ნაკლებია, მაგრამ 12%–ით მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0f/275808294_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_812592fb4956777474806e34ccf6925e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, საქართველო, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, საქართველო, თბილისი დღეს
უძრავ ქონებაზე ფასები საქართველოში 2024 წელსაც გაიზრდება: ანალიტიკოსების პროგნოზი
ფასების ზრდის მასშტაბურმა ბუმმა ჩაიარა, თუმცა ამ ეტაპზე ფასების შემცირების წინაპირობებიც არ არსებობს, განაცხადეს კომპანიაში.
თბილისი, 30იანვარი – Sputnik. თუ მიმდინარე მოთხოვნა შენარჩუნდება, საქართველოში ფასები უძრავ ქონებაზე 2024 წელს 10%–ით მოიმატებს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt& Taggart–ის კვლევაში.
უძრავი ქონების ბაზარზე პირველად ბინებზე მოთხოვნა კვლავ მზარდია, ბაზარი კი კონკურენტულია.
საინვესტიციო ბანკის სექტორული კვლევების განყოფილების უფროსის კახა სამყურაშვილის თქმით, ფასების აგრესიული ზრდის ბუმი გადავლილია, თუმცა ამ ეტაპზე შემცირების წინაპირობები არ არსებობს.
„გარდა თვითღირებულებისა, ფასებს განაპირობებს მოთხოვნა. თვითღირებულების ნაწილში სიტუაცია დასტაბილურებულია, ფასები ისე აღარ იზრდება. მეორე იყო მუშახელის ხელფასები, რომელიც ჯერ კიდევ მზარდია, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მასალებს უფრო დიდი ეფექტი აქვთ თვითღირებულებაზე, ვიდრე ხელფასს, ვფიქრობთ, რომ ამის ეფექტი უფრო ლიმიტირებული იქნება. მესამეა მოთხოვნა, რომლის შენარჩუნების პირობებში ჩვენ ველოდებით ფასების ზრდას 10%-ის ფარგლებში“, – განაცხადა სამყურაშვილმა.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა. თბილისის უძრავი ქონების ბაზარი ძალიან კონკურენტულია. ამჟამად დაახლოებით 400 პროექტის რეალიზაცია მიმდინარეობს, რაც საკმაოდ მაღალი რიცხვია.
„ბევრი დეველოპერია და არცერთი არ არის ისეთი, რომელსაც ბაზრის თუნდაც 10%-ზე მეტი უჭირავს შეთავაზებული ბინების რაოდენობის მიხედვით“, – აღნიშნა სამყურაშვილმა.
2023 წლის 11 თვეში თბილისში 36.283 ბინა გაიყიდა, რაც 2022 წლის რეკორდულ მაჩვენებელზე 7,3%–ით ნაკლებია, მაგრამ 12%–ით მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.