კოლეგას სქესობრივ ურთიერთობას სთხოვდა: თერჯოლის სკოლის პედაგოგს ბრალდება წარუდგინეს

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2024
გამოწერა
მომხდარი ფაქტის შესწავლის მიზნით, პროკურატურა საქართველოს განათლების სამინისტროს შესაბამის რესურსცენტრსაც მიმართავს.
თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის პედაგოგს ადევნების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
გამოძიების მასალების მიხედვით, 2021 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში პედაგოგი თავის კოლეგასთან არასამსახურებრივ და არასასურველ კომუნიკაციას სისტემატურად ამყარებდა.
„კერძოდ, ბრალდებული დაზარალებულს დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას და კატეგორიული უარის მიუხედავად, მასთან დაახლოების მცდელობებს მაინც განაგრძობდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაზარალებული იძულებული გახდა, შეეცვალა ცხოვრების ჩვეული წესი და სამსახურიდან ხანგრძლივ უხელფასო შვებულებაში გასულიყო.
სკოლის პედაგოგს ბრალდება სსკ-ის 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა და ძალადობის გამოყენების შიში გამოიწვია) წარედგინა. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის გამოყენების და ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ყველა ახალი ამბავი
0