სკანდალი ბინიდან გამოსახლებაზე: ბრალდებულებს შეიძლება აღკვეთის ზომა შეუცვალონ

© photo: Sputnikსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2024
გამოწერა
ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების დროს პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა, აქედან ორი - სისხლის სამართლის საქმეზე.
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოს პროკურატურა მზადაა იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე აღკვეთის ზომად ნაკლებად მკაცრი სასჯელის გამოყენებაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებაში ბრალდებულებისთვის, თუ ისინი აღიარებენ თავიანთ დანაშაულს და აანაზღაურებენ ზარალს, განაცხადა პროკურორმა როინ ხინთიბიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტებს აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასიას აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა. საქმე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების დროს მომხდარ ინციდენტს ეხება.
„იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ, ბრალდების მხარე მზად არის, პატიმრობა უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე", - განაცხადა პროკურორმა.
მისი თქმით, ბრალდება როდესაც აღკვეთის ზომად პატიმრობას მოითხოვდა, ხელმძღვანელობდა იმით, რომ საკუთარი დანაშაული არ უღიარებია და არ მოუნანიებია არც ხასიას და არც ჩიქობავას.
ნაკლები პოლიტიკური აქტივობა - გია ვოლსკიმ თბილისში ოჯახის გამოსახლებაზე ისაუბრა>>
ხატიაშვილების ოჯახი კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან 23 იანვარს გამოასახლეს, რადგან ბანკმა ბინა ვალის დასაფარად გაყიდა. ოჯახის მხარდასაჭერად გამოსახლების დღეს აქციაზე შეიკრიბა ათობით ადამიანი - აქტივისტები, პოლიტიკოსები, სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დააკავეს 20 ადამიანი, აღიძრა ორი სისხლის სამართლის საქმე.
მოგვიანებით მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ხატიაშვილების ოჯახმა სახლის დასაბრუნებლად ორი წლის განმავლობაში 90 ათასი დოლარი უნდა გადაიხადოს.
ყველა ახალი ამბავი
0