საქართველომ რუსეთში 20 ტონაზე მეტი უხარისხო კარტოფილი დააბრუნა

© photo: Sputnik / Artur Lebedev / გადასვლა მედიაბანკშიკარტოფილი
კარტოფილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2024
გამოწერა
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დაავადებული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. საქართველოში რუსეთიდან შემოსული 20.91 ტონა კარტოფილი საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგიდან“ ექსპორტიორ ქვეყანაში დააბრუნეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზით, კარტოფილში საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა დადასტურდა.
საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, პროდუქტი ექსპორტიორ ქვეყანაში მიაბრუნეს.
ყველა ახალი ამბავი
0