მიმოხილვა: როგორ მუშაობს რუსული ჭკვიანი "კრასნოპოლი" სპეცოპერაციის ზონაში

  - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2024
გამოწერა
უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ იარაღისა და საბრძოლო მასალების საუკეთესო ნიმუშების განახლება და სრულყოფა დააჩქარა. სპეცოპერაციის ზონაში რუსული არტილერია ეფექტურად იყენებს მოდერნიზებული, მაღალის სიზუსტის „კრასნოპოლის“ 152 მმ-იან ჭურვებს, რაც საშუალებას აძლევს მათ, თავდაჯერებულად ფლონ ინიციატივა და გაზარდონ საცეცხლეუპირატესობა ფრონტის მთელი ხაზზე.
კუპიანსკის მიმართულებით, რუსმა არტილერისტებმა 28 იანვარს თვითმავალი ჰაუბიცა„მსტადან“ მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალა„კრასნოპოლის“ ერთი გასროლით გაანადგურეს მოწინააღმდეგის მართვის პუნქტი 19 კმ დაშორებით. მანამდე ამავე მიმართულებით „მსტას“ბრიგადამ სნაიპერული გასროლით გაანადგურა უკრაინული ტანკი T-64. მსგავსი მაგალითები ბევრია.
არტილერისტები „კრასნოპოლის“ მოდერნიზებული ჭურვების უმაღლეს სიზუსტეს უსვამენ ხაზს როგორც მოძრავი, ისე უძრავი სამიზნეებისკენსროლისას. მაქსიმალური სიშორე − 25-30 კმ-მდე. სიჩქარე − საათში40 კმ-მდე.
ახალი მოდიფიკაცია 3OF39M „კრასნოპოლი-M" სპეცოპერაციის ზონაში2023 წლის შემოდგომაზე გამოჩნდა. იგი გამოირჩევა 26 კგ-ანი ქობინის გაზრდილი სიმძლავრით და შემცირებული სიგრძით − 960 მმ. გამოყენების სიზუსტე − 96 პროცენტია, რაც მსოფლიო რეკორდია მსგავსი საბრძოლო მასალის პირობით კონკურსში.
„კრასნოპოლის“მართვადი 152 მმ-იანი ჭურვები აღჭურვილია ნახევრად აქტიური ლაზერული თავაკითადა აეროდინამიკური საჭეებით. დრონ „ორლან-30-თან“ (სამიზნისგანათება) ურთიერთქმედებისას ობიექტთან მიახლოებისას ჭურვის ტრაექტორია ანარეკლი ლაზერის სხივის მიხედვით კორექტირდება. ამით პირდაპირიდარტყმა მიიღწევა, ხოლო სავარაუდო წრიული გადახრა − არაუმეტეს 2 მეტრი − არ არის დამოკიდებული სროლის სიშორეზე.
უნივერსალური„კრასნოპოლი“ ჩვეულებრივი საბრძოლო მასალის სახით გამოიყენება თვითმავალი და ბუქსირებადი არტილერიის მიერ −D20, „აკაცია“, „მსტას“, „კოალიცია-სვ“ და „მალვა“.
მოდერნიზაციამდე მართვადი აქტიურ-რეაქტიული ჭურვი 3OF39 უკრაინის ოპერაციების თეატრში 2022 წლის გაზაფხულიდან გამოიყენება ეფექტურად. მაღალი სიზუსტის საარტილერიო სისტემების განვითარება მზვერავ და მოიერიშე დრონებთან ინტეგრაციით, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის პრიორიტეტია, რომელიც ჩამოყალიბებულია „რუსეთის შეიარაღებული ძალების იარაღის სისტემების განვითარების კონცეფციაში 2035 წლამდე და მის შემდგომ“.

ღირსეული იარაღი

„კრასნოპოლი" პორტატული საცეცხლე სისტემა „მალაქიტის" გამოყენებით იღებს ობიექტებს მიზანში- ლაზერული სამიზნის განათებით. ინფორმაცია საცეცხლე პოზიციებზე მეთაურის პულტიდან გადაეცემა ციფრული კომუნიკაციების საშუალებით.
შედარებით მცირე სამიზნეების (ტანკები, თვითმავალი არტილერია) განათება შესაძლებელია 7 კმ-მდე მანძილზე დღისით, და 4 კმ მანძილზე ღამით. უფრო დიდი სამიზნეებისა − 15 კმ-მდე მანძილზე. გასროლის შემდეგ მართვადი საარტილერიო ჭურვი დაახლოებით ერთ წუთში გადის 20 კმ-ს (აქტიურ-რეაქტიული 3OF39 აღჭურვილია საკუთარი ძრავით). ობიექტთან მიახლოებისას, ლაზერულ განათებას„კრასნოპოლი“თვითდამიზნების რეჟიმში გადაჰყავს.
ჭურვს ჭკვიანსა და ზუსტს ლაზერული თვითდამიზნების თავაკი და გიროკოორდინატორი ხდის. ასაფეთქებელი ნივთიერებების მასა „კრასნოპოლის“სხვადასხვა მოდიფიკაციაში 6,3-დან 11 კგ-მდეა. ეს სამიზნის ერთი გასროლით განადგურების საშუალებას იძლევა. სროლის შესაძლო სიჩქარე −8 გასროლა წუთში. ელექტრონიკა მინუს 40°C-დან +60°C-მდე ტემეპრატურულ პირობებში მუშაობს. ეს ზეზუსტი ინსტრუმენტი საშუალებას იძლევა, ოპერატიულად გამოვლინდეს და აღმოიფხვრასსაფრთხეები.
არტილერიის საბრძოლო გამოყენების გამოცდილებამუკრაინის ოპერაციების თეატრში და უფრო ადრე სირიაში (2018 წლიდან), „კრასნოპოლის“გამოყენების მაღალი ეფექტურობა დაამტკიცა. უკრაინის შეიარაღებული ფორმირებები, სირიელი ბოევიკების მსგავსად, მშვიდობიანი მოსახლეობის უკან დამალვას ცდილობენ. „კრასნოპოლი" მოწინააღმდეგის ზუსტად განადგურების საშუალებას იძლევა სიშორეების მთელ დიაპაზონში − მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის საფრთხის გარეშე.
„კრასნოპოლი" ტულის შიპუნოვის სახელობის საკონსტრუქტორო ბიუროშია შექმნილი. შეიარაღებაში ის 1986 წელს შევიდა და მაშინვე დაადასტურა გამოცხადებული გამორჩეული მახასიათებლები წვრთნებისას − „კრასნოპოლის“ათი ჭურვით ათიდან ცხრა მოძრავიტანკი განადგურდა. ეს პროდუქტი საზღვარგარეთ პირველად IDEX-1993 გამოფენაზე აჩვენეს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. მაშინ ჭურვი 40 შესაძლოდან 38 სამიზნეს მოხვდა − სიბნელეში, 15 კმ მანძილზე.
მაღალი სიზუსტის „კრასნოპოლი“მუდმივად იხვეწება, ჭურვის ტექნოლოგიური შესაძლებლობები ჯერ არ არის ამოწურული ან გამოვლენილი. ვერსია 2K25-ის უნარი, გაანადგუროს სამიზნე 30 კმ-მდე მანძილზე, მიღწეული იქნა ამაჩქარებელი ძრავის ფსკერული გაზოგენერატორით შეცვლით. და ეს ზღვარი არ არის. სპეციალისტები მუშაობენ სიშორის გაზრდაზე, სარეზერვო სატელიტური სანავიგაციო სისტემის დანერგვასა და ღირებულების ოპტიმიზაციაზე.
შედარებისთვის, „კრასნოპოლის“ერთი ჭურვის ფასი 30 ათასი დოლარის ექვივალენტურია, ამერიკული ანალოგი Excalibur ხუთჯერ მეტი ღირს. თუმცა, უკრაინის სამხედრო ოპერაციების თეატრში GPS- ნავიგაცია რუსული რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებით იბლოკება. მაღალი სიზუსტის „კრასნოპოლი“შეუვალია მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებისთვის. ანუ იმარჯვებს ტექნოლოგიურ კონკურენციაში − რომ აღარაფერი ვთქვათ საბრძოლო ეფექტურობაზე.
მომავალში, მაღალი სიზუსტის რუსული არტილერია იხილავს საბრძოლო პლატფორმების შექმნას ავტომატიზაციის, რობოტიზაციისა და გადარჩენის მაღალი დონით. გამოჩნდება ახალი თაობის ზუსტი მართვადი საბრძოლო მასალა. დღეს საარტილერიო იარაღის რობოტიზაციას თან ახლავსდისტანციურიმართვისალგორითმებისდა ხელოვნური ინტელექტის ელემენტების შემუშავება და დანერგვა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0