https://sputnik-georgia.com/20240130/momxmarebelta-uflebebis-dacva-saqartvelosi-ra-daevala-hualings-285976664.html
მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოში - რა დაევალა „ჰუალინგს“
მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოში - რა დაევალა „ჰუალინგს“
Sputnik საქართველო
კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, რომ საქონლის ფასი მითითებული იყოს მკაფიო და გასაგები ფორმით, განათავსოს მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაცია როგორც ადგილზე, ასევე... 30.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-30T10:00+0400
2024-01-30T10:00+0400
2024-01-30T10:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
საზოგადოება
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/04/252205178_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_f8661ef37e3bc074ec2285e80888996b.jpg
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტ „ჰუალინგთან“ ორი თვის ვადაში სავაჭრო პოლიტიკის გამოსასწორებლად ფა მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღსადგენად პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.სააგენტოსა და სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტ „ჰუალინგთან“ გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრეს დაევალა:კონკურენციის სააგენტომ 2 კომპანია დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა >>მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით 578 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 340 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო.აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 56 დარღვევის ფაქტი, ხოლო 7 შემთხვევაში არ დადასტურდა. საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 98 შეთანხმება გაფორმდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/04/252205178_18:0:978:720_1920x0_80_0_0_7ca75789b63706acfeaa26e68cb0429c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, თბილისი დღეს
მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოში - რა დაევალა „ჰუალინგს“
კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, რომ საქონლის ფასი მითითებული იყოს მკაფიო და გასაგები ფორმით, განათავსოს მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაცია როგორც ადგილზე, ასევე ოფიციალურ ვებსაიტზე.
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტ „ჰუალინგთან“ ორი თვის ვადაში სავაჭრო პოლიტიკის გამოსასწორებლად ფა მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღსადგენად პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სააგენტოსა და სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტ „ჰუალინგთან“ გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრეს დაევალა:
გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;
მომხმარებელს ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია;
უზრუნველყოს საქონელზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება;
მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაცია განათავსოს როგორც ადგილზე, ასევე ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.mihouse.ge;
ჩამოაყალიბოს კანონთან შესაბამისი მკაფიო საგარანტიო პირობები;
შეიმუშაოს დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობები და მისი მომხმარებლისათვის გაცნობის წესი.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით 578 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 340 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო.
აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 56 დარღვევის ფაქტი, ხოლო 7 შემთხვევაში არ დადასტურდა. საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 98 შეთანხმება გაფორმდა.