ლავროვი: დასავლეთის განცხადებები რუსეთის მომდევნო სამიზნეებთან დაკავშირებით, აბსურდულია

© photo: Sputnik / Kiril Kallinnikov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2024
გამოწერა
თბილისი, 30 იანვარი − Sputnik. დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებები იმის შესახებ, რომ თუ რუსეთი უკრაინასთან კონფლიქტში გაიმარჯვებს, შემდეგები ბალტიისპირეთის ქვეყნები, შვედეთი და ფინეთი იქნებიან, აბსურდულია, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე.
„მსგავსი განცხადებების აბსურდულობა ესმის ყველას, ვისაც ისტორიისა ოდნავადაც მაინც გაეგება და ესმის ის მიზნები, რომლებიც ჩვენ ღიად, დაუფარავად გამოვაცხადეთ უკრაინაში სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით“, − აღნიშნა მან.
ლავროვის თქმით, რუსეთის მიზანი „ისტორიული უსამართლობისა და ისტორიის გადაწერის მცდელობის აღმოფხვრაა“. როგორც მას მიაჩნია, ისტორიის გადაწერა მის „სამუდამოდ დავიწყებასა და იმ თანამედროვე ტერიტორიების პლაცდარმად ქცევას“ ემსახურება, რომლებზეც „საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ რუსები და რუსეთის სხვა ხალხები“, და რომლებსაც „ნატო, შეერთებული შტატების მეთაურობით, რუსეთისთვის საფრთხეების შესაქმნელად გამოიყენებს“.
ყველა ახალი ამბავი
0