დეკემბერში ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerდოლარის და ლარის კუპიურები
დოლარის და ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2024
გამოწერა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ, მიმდინარე წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, 49,27% შეადგინა.
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. 2024 წლის 1–ლი იანვრისთვის საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ 50,6 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 183,38 მლნ ლარით, ანუ 0,36%-ით მეტია 2023 წლის დასაწყისის მაჩვენებელზე, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
ანგარიშის თანახმად, დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები შემცირდა 668,2 მლნ ლარით, ანუ 3,34%-ით, ხოლო დეპოზიტები მოთხოვნამდე – 851,58 მლნ ლარით, ანუ 2,8%-ით გაიზარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ, მიმდინარე წლის 1–ლი იანვრის მდგომარეობით 49,27% შეადგინა, რაც 0,03 პროცენტული პუნქტით მეტია 2023 წლის 1–ლი დეკემბრის მაჩვენებელზე.
დეკემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7,55% შეადგინა, მათ შორის 10,79% - ლარის დეპოზიტებზე, ხოლო 2,18% – უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე.
ნოემბრის ბოლოს საქართველოში 17 კომერციული ბანკი ფუნქციონირებდა, აქედან 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
ყველა ახალი ამბავი
0