მეცნიერებმა ტვინში აღმოაჩინეს უბანი, რომელიც ლაჩარ მამრს აგრესიულ მაჩოდ აქცევს
© photo: Sputnik / Ruslan Krivobok
/ გამოწერა
თბილისი, 29 იანვარი − Sputnik. ნეიროფიზიოლოგებმა მღრღნელების თავის ტვინში აღმოაჩინეს ნერვული უჯრედების განსაკუთრებული უბანი, რომელიც „კონკურენტებისადმი“ აგრესიაზე აგებს პასუხს და რომლის გააქტიურებაც ყველაზე მოკრძალებულ მამრ თაგვსაც კი ჰიპერაქტიურ „მაჩოდ“ აქცევს.
როგორც სამეცნიერო ჟურნალ Nature Neuroscience-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი,
სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორმა კრისტიან ბრობერგერმა (Christian Broberger) და მისმა კოლეგებმა 2018 წელს თაგვების თავის ტვინში „აგრესიის ცენტრი“ იპოვეს, აკვირდებოდნენ რა მამრი თაგვების ტვინის აქტიურობას იმ მომენტში, როდესაც ორი მღრღნელი ვიწრო გასასვლელში ერთმანეთს ებრძოდა საწინააღმდეგო მხარეს გასავლელად.
როგორც წესი, მსგავსი სიტუაციები პრაქტიკულად ყოველთვის კონფლიქტით მთავრდება, რა დროსაც ერთ-ერთი მამრი, რომელიც თავს უფრო ძლიერად მიიჩნევს, ცდილობს გააძევოს „მოწინააღმდეგე“ გასასვლელიდან, ხოლო მეორე - უფრო სუსტი მამრი, ადგილზე უძრავად იყინება, რათა „ალფა-მამრი“ კიდევ მეტად არ გააღიზიანოს.

სწორედ ამ მომენტში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მსგავსი შეჯახებების შედეგი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად აქტიურდება ჰიპოთალამუსში არსებული ნერვული ქსოვილის მცირე ნაწილი.
ბრობერგერმა და მისმა კოლეგა მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, რა მოხდებოდა, თუკი აღნიშნული უბნის აქტიურობას, რომელსაც PMv ეწოდა, იძულებით შეამცირებდნენ ან პირიქით, გაზრდიდნენ.
ბრობერგერმა და მისმა კოლეგა მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, რა მოხდებოდა, თუკი აღნიშნული უბნის აქტიურობას, რომელსაც PMv ეწოდა, იძულებით შეამცირებდნენ ან პირიქით, გაზრდიდნენ.
ექპერიმენტმა აჩვენა, რომ:
ჰიპოთალამუსის უჯრედების აქტიურობის გაზრდა ყველაზე მშიშარა თაგუნებსაც კი აიძულებდა, იერიში მიეტანათ დიდ და ძლიერ მოწინააღმდეგეებზე; ხოლო შემცირების შემთხვევაში, ბუნებით უშიშარი ალფა-მამრებიც კი უკანასკნელ ლაჩრებად იქცეოდნენ.
რაც ყველაზე საინტერესოა, ეს ცვლილებები თაგვების ქცევაში რამდენიმე დღის განმავლობაში ნარჩუნდებოდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ აგრესიის ცენტრის გააქტიურება იმავდროულად იწვევდა სიამოვნების ცენტრის ჩართვასაც, რაც მღრღნელებს აიძულებდა, დაემახსოვრებინათ განცდილი და როგორც კი შანსი მიეცემოდათ, გაემეორებინათ გამოცდილება.
ბრობერგერისა და მისი კოლეგების დასკვნით, სწორედ აგრესიისა და სიამოვნების ცენტრების ურთიერთკავშირით აიხსნება ის ფაქტი, რომ ადამიანები ხშირ შემთხვევაში სწორედ ძალადობას ირჩევენ პრობლემის გადასაჭრელად.
ბრობერგერისა და მისი კოლეგების დასკვნით, სწორედ აგრესიისა და სიამოვნების ცენტრების ურთიერთკავშირით აიხსნება ის ფაქტი, რომ ადამიანები ხშირ შემთხვევაში სწორედ ძალადობას ირჩევენ პრობლემის გადასაჭრელად.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში მეცნიერებმა თავის ტვინში რამდენიმე ისეთ უბანს მიაგნეს, რომლებიც ადამიანისა და ცხოველების ხასიათის თავისებურებებზე აგებს პასუხს, მათ შორის, რისკისადმი მიდრეკილებასა და აგრეთვე ქცევით პროგრამებზე, რომელთა არსებობის შესახებ მათ მფლობელს შესაძლოა წარმოდგენაც არ ჰქონდეს.
მაგალითად, 2017 წლის იანვარში იელის უნივერსიტეტის ბიოლოგებმა თაგვის ტვინში „მტაცებლის პროგრამა“ იპოვეს, რომლის გააქტიურებაც უმწეო თაგუნას სუპერაგრესიულ არსებად აქცევს. ასეთ შემთხვევაში უწყინარი მღრღნელი მზადაა შეუტიოს, დაედევნოს და ინადიროს ნებისმიერ ცხოველსა თუ საგანზე.