https://sputnik-georgia.com/20240129/rusetis-umarles-saswavleblebsi-ufaso-swavlebaze-ganacxadebis-setanistvis-sami-dre-darca-285961946.html
რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასო სწავლებაზე განაცხადების შეტანისთვის სამი დღე დარჩა
რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასო სწავლებაზე განაცხადების შეტანისთვის სამი დღე დარჩა
Sputnik საქართველო
ყველაზე პოპულარული მიმართულებები მომავალი სტუდენტებისთვის საქართველოდან 2024-2025 სასწავლო წლისთვის გახდა მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის, ასევე ყაზანის... 29.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-29T16:34+0400
2024-01-29T16:34+0400
2024-01-29T16:34+0400
საზოგადოება
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22863/65/228636508_0:187:3076:1917_1920x0_80_0_0_1131b7ba93e745169c33d3c029b6ccca.jpg
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. განაცხადების შეტანის ვადა რუსეთში უფასო სწავლებაზე, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, სამ დღეში, 2024 წლის 31 იანვარს იწურება, განუცხადეს Sputnik–საქართველოს საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაში. რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩასარიცხად კანდიდატებისგან განაცხადების მიღების კამპანია 2024-2025 სასწავლო წლისთვის რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის სახსრებით სასწავლებლად 1 სექტემბრიდან დაიწყო. თავდაპირველად განაცხადების მიღება 15 დეკემბრამდე იყო დაგეგმილი. წინასწარი მონაცემებით, მომავალი სტუდენტებისთვის საქართველოდან ყველაზე პოპულარული მიმართულებებია მედიცინა, მენეჯმენტი და საინფორმაციო ტექნოლოგიები, ხოლო ყველაზე მიმზიდველი სასწავლო დაწესებულებები - უნივერსიტეტები მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, ყაზანში, კრასნოდარში, კალინინგრადში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე პირებს და რუს თანამემამულეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში (აქვთ დროებითი ცხოვრების უფლება ან ბინადრობის უფლება საქართველოში და არ არიან რეგისტრირებული რუსეთის ფედერაციაში 2023 წლის 1 სექტემბრისთვის). განაცხადის გასაგზავნად მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ საინფორმაციო სისტემის „განათლება რუსეთის ფედერაციაში" ვებ-გვერდზე, შეავსონ ანკეტა და გაგზავნონ შესამოწმებლად. დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია დიპლომატიური წარმომადგენლობის ვებ-გვერდზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22863/65/228636508_88:0:2819:2048_1920x0_80_0_0_56849cfc15934dded2133bff36174be1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველო
საზოგადოება, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველო
რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასო სწავლებაზე განაცხადების შეტანისთვის სამი დღე დარჩა
ყველაზე პოპულარული მიმართულებები მომავალი სტუდენტებისთვის საქართველოდან 2024-2025 სასწავლო წლისთვის გახდა მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის, ასევე ყაზანის, კრასნოდარისა და კალინინგრადის უნივერსიტეტები.
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. განაცხადების შეტანის ვადა რუსეთში უფასო სწავლებაზე, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, სამ დღეში, 2024 წლის 31 იანვარს იწურება, განუცხადეს Sputnik–საქართველოს საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაში.
რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩასარიცხად კანდიდატებისგან განაცხადების მიღების კამპანია 2024-2025 სასწავლო წლისთვის რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის სახსრებით სასწავლებლად 1 სექტემბრიდან დაიწყო. თავდაპირველად განაცხადების მიღება 15 დეკემბრამდე იყო დაგეგმილი.
„ბოლო წლებში კვოტების რაოდენობა ქართველი სტუდენტებისთვის 200-მდე გაიზარდა. მომავალში რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის მეტი უფასო ადგილის წარდგენას გეგმავს, რადგანაც ინტერესი ქართველი აბიტურიენტების მხრიდან იზრდება", - განაცხადეს საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაში.
წინასწარი მონაცემებით, მომავალი სტუდენტებისთვის საქართველოდან ყველაზე პოპულარული მიმართულებებია მედიცინა, მენეჯმენტი და საინფორმაციო ტექნოლოგიები, ხოლო ყველაზე მიმზიდველი სასწავლო დაწესებულებები - უნივერსიტეტები მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, ყაზანში, კრასნოდარში, კალინინგრადში.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე პირებს და რუს თანამემამულეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში (აქვთ დროებითი ცხოვრების უფლება ან ბინადრობის უფლება საქართველოში და არ არიან რეგისტრირებული რუსეთის ფედერაციაში 2023 წლის 1 სექტემბრისთვის).
განაცხადის გასაგზავნად მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ საინფორმაციო სისტემის „განათლება რუსეთის ფედერაციაში" ვებ-გვერდზე, შეავსონ ანკეტა და გაგზავნონ შესამოწმებლად. დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია დიპლომატიური წარმომადგენლობის ვებ-გვერდზე.