https://sputnik-georgia.com/20240129/ratom-uteven-radikalebi-eklesias-kobaxizis-pasuxi-285955404.html
რატომ უტევენ რადიკალები ეკლესიას - კობახიძის პასუხი
რატომ უტევენ რადიკალები ეკლესიას - კობახიძის პასუხი
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. „რადიკალური ოპოზიციის" წარმომადგენლები თავს ესხმიან სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, რათა... 29.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-29T14:24+0400
2024-01-29T14:24+0400
2024-01-29T14:24+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0e/284213700_0:165:2048:1318_1920x0_80_0_0_1dc65d92038e48299cd31a1fbb7234b4.jpg
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. „რადიკალური ოპოზიციის" წარმომადგენლები თავს ესხმიან სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, რათა ქვეყნის სიძლიერე შეარყიონ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. „ქართული ოცნების" ლიდერები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა" და მის თანამებრძოლებს კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა" და „რადიკალურ ოპოზიციას" უწოდებენ. უფრო ადრე „რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორესა და ქართულ ეკლესიას "სტალინისტები" უწოდა, როდესაც კომენტარი გააკეთა სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებულ ისტორიაზე, სადაც ერთ-ერთ ფრაგმენტზე საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინია გამოსახული. კობახიძის თქმით, თუ ეკლესიის სიძლიერეს შეარყევ, ავტომატურად, ქვეყნის სიძლიერეს შეარყევ. ხატთან დაკავშირებული სკანდალი საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გიორგი კანდელაკის მიერ 6 იანვარს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო და პოსტი იმის შესახებ, რომ სტალინი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის ნგრევის ინიციატორი და ათასობით სასულიერო პირის მკვლელი, ასობით ადამიანმა გაავრცელა. სოციალური ქსელის ქართული სეგმენტი აივსო ამ საკითხთან დაკავშირებული კომენტარებით. შეიძლებოდა თუ არა ხატზე სტალინის გამოსახვა და მით უმეტეს, ასეთი ხატის ქართულ ეკლესიაში გამოფენა - 6 იანვრის შემდეგ საქართველოში ეს თემა ყველაზე მეტად განიხილება. ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსებმა ერთხმად დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ეს ადასტურებს ხელისუფლებისა და საქართველოს საპატრიარქოს პრორუსულ განწყობებს, მორწმუნეებმა კი კრიტიკოსები ეკლესიაზე მორიგ თავდასხმაში დაადანაშაულეს. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ შემთხვევითი არ არის, რომ ეს საკითხი საშობაოდ წამოიჭრა და პირველად არ ხდება, როდესაც დღესასწაულის სკანდალით გადაფარვა სურთ. წმინდა მატრონას ხატი, რომლის ერთ-ერთ ნაწილში სტალინია გამოსახული, სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს. ინაშვილის ინფორმაციით, ხატი ქართველმა ხატმწერმა დაწერა და რამდენიმე წლის წინ სამებას შესწირა, ხატის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ინაშვილმა სრული უწიგნურებისა და სიბნელის ზეიმი უწოდა. 9 იანვარს, სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც წმინდა მატრონას ხატს ლურჯი საღებავები აქვს მისხმული. ზოგმა მადლობა გადაუხადა მას გაბედული საქციელისთვის, ზოგმა კი დაგმო და დაემუქრა კიდეც. ფერაძემ ვანდალიზმის ფაქტი პირდაპირ არ დაადასტურა, მხოლოდ სოციალურ ქსელში უკმაყოფილო ხალხს მიმართა, რომ შემდეგ ჯერზე საღებავების ფერთა პალიტრას მათთან შეათანხმებდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში ხატის შეურაცხყოფის ფაქტზე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. პოლიციამ ფერაძე საკუთარ სახლში გამოკითხა. დეტალები არ გავრცელებულა. ამასთან, საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, ოთხშაბათს და ხუთშაბათს შეეზღუდა მედიის წარმომადგენლების შესვლა სამებაში შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე. გადაწყვეტილება ტაძარში შემდგომი გაუგებრობისა და დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით მიიღეს, განმარტეს საპატრიარქოში. ამასობაში ხატის ირგვლივ ატეხილი სკანდალი სულ უფრო მძაფრდებოდა. ოთხშაბათს, 10 იანვარს, ულტრამემარჯვენე, პრორუსული „კონსერვატიული მოძრაობის" წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა ფერაძის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სახელმწიფოსგან ყველა იმ პირის მკაცრ დასჯას ითხოვდნენ, ვინც ხატების შეურაცხყოფას გაბედავდა. უფრო მეტიც, მათ შემდეგი აქცია შაბათს დააანონსეს. პირველი განცხადება 11 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა. საპატრიარქოს განმარტებით, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, მწვალებლებიც და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელნიც, თვით წმინდანის მწალებელნიც კი. თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს მტკიცებულება სტალინის წმინდა მატრონასთან შეხვედრის შესახებ, აუცილებელია ზემოაღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონებთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინება. საპატრიარქომ მოუწოდა მათ, ვინც ხატი აჩუქა, ცვლილებები თავად განახორციელონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს. ამის საპასუხოდ ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ხატს სწორედ საკათედრო ტაძარში გადაწერენ. ამავდროულად, მას გაუჭირდა იმის დასახელება, თუ როდის იქნება ხატი ხატწერის კანონების შესაბამისი. დავით თარხან-მოურავის თქმით, წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე საბჭოთა ლიდერის იოსებ სტალინის გამოსახულებას, სავარაუდოდ, ნეტარ მატრონას წყალობით სიმსივნისგან განკურნებული ქალის გამოსახულება ჩაანაცვლებს. შაბათს, 13 იანვარს, ათიათასობით ქართველი შეიკრიბა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მოსკოვის წმინდა მატრონას ხატის შეურაცხყოფის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე. აქცია ულტრამემარჯვენე პარტია „კონსერვატიულმა მოძრაობამ" მოაწყო.
https://sputnik-georgia.com/20240122/volski-video-285839925.html
https://sputnik-georgia.com/20240121/eklesiaze-tavdasxmebi-qveynis-destabilizaciisken-aris-mimartuli-parlamentis0vice-spikeri-285807100.html
https://sputnik-georgia.com/20240116/eklesiastan-dapirispirebul-politikur-zalebs-arcevnebsi-mogebis-sansi-ar-eqnebat-kobaxize-285690463.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0e/284213700_85:127:1736:1365_1920x0_80_0_0_d3534aecef4442c5dde74349d3e3f187.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , ირაკლი კობახიძე
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. „რადიკალური ოპოზიციის" წარმომადგენლები თავს ესხმიან სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, რათა ქვეყნის სიძლიერე შეარყიონ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების" ლიდერები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა" და მის თანამებრძოლებს კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა" და „რადიკალურ ოპოზიციას" უწოდებენ. უფრო ადრე „რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორესა და ქართულ ეკლესიას "სტალინისტები" უწოდა, როდესაც კომენტარი გააკეთა სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებულ ისტორიაზე, სადაც ერთ-ერთ ფრაგმენტზე საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინია გამოსახული.
„ზოგადად, თუ გინდა ქვეყნის სიძლიერის შერყევა, უნდა დაესხა თავს მის ძირითად ინსტიტუტს. ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტები და მთელი ამ დროის განმავლობაში ეს ადამიანები, მათ შორის ჩვენი ქვეყნის შიგნით, რადიკალური ოპოზიცია თავს ესხმის სახელმწიფო ინსტიტუტებს. მათ შორის, განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებს, პოლიციას. მეორე მიმართულება არის ეკლესია, რომელიც ჩვენი ქვეყნის იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია", - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, თუ ეკლესიის სიძლიერეს შეარყევ, ავტომატურად, ქვეყნის სიძლიერეს შეარყევ.
ხატთან დაკავშირებული სკანდალი
საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გიორგი კანდელაკის მიერ 6 იანვარს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო და პოსტი იმის შესახებ, რომ სტალინი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის ნგრევის ინიციატორი და ათასობით სასულიერო პირის მკვლელი, ასობით ადამიანმა გაავრცელა. სოციალური ქსელის ქართული სეგმენტი აივსო ამ საკითხთან დაკავშირებული კომენტარებით.
შეიძლებოდა თუ არა ხატზე სტალინის გამოსახვა და მით უმეტეს, ასეთი ხატის ქართულ ეკლესიაში გამოფენა - 6 იანვრის შემდეგ საქართველოში ეს თემა ყველაზე მეტად განიხილება. ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსებმა ერთხმად დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ეს ადასტურებს ხელისუფლებისა და საქართველოს საპატრიარქოს პრორუსულ განწყობებს, მორწმუნეებმა კი კრიტიკოსები ეკლესიაზე მორიგ თავდასხმაში დაადანაშაულეს.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ შემთხვევითი არ არის, რომ ეს საკითხი საშობაოდ წამოიჭრა და პირველად არ ხდება, როდესაც დღესასწაულის სკანდალით გადაფარვა სურთ.
წმინდა მატრონას ხატი, რომლის ერთ-ერთ ნაწილში სტალინია გამოსახული, სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს. ინაშვილის ინფორმაციით, ხატი ქართველმა ხატმწერმა დაწერა და რამდენიმე წლის წინ სამებას შესწირა, ხატის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ინაშვილმა სრული უწიგნურებისა და სიბნელის ზეიმი უწოდა.
9 იანვარს, სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც წმინდა მატრონას ხატს ლურჯი საღებავები აქვს მისხმული. ზოგმა მადლობა გადაუხადა მას გაბედული საქციელისთვის, ზოგმა კი დაგმო და დაემუქრა კიდეც. ფერაძემ ვანდალიზმის ფაქტი პირდაპირ არ დაადასტურა, მხოლოდ სოციალურ ქსელში უკმაყოფილო ხალხს მიმართა, რომ შემდეგ ჯერზე საღებავების ფერთა პალიტრას მათთან შეათანხმებდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში ხატის შეურაცხყოფის ფაქტზე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. პოლიციამ ფერაძე საკუთარ სახლში გამოკითხა. დეტალები არ გავრცელებულა.
ამასთან, საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, ოთხშაბათს და ხუთშაბათს შეეზღუდა მედიის წარმომადგენლების შესვლა სამებაში შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე. გადაწყვეტილება ტაძარში შემდგომი გაუგებრობისა და დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით მიიღეს, განმარტეს საპატრიარქოში.
ამასობაში ხატის ირგვლივ ატეხილი სკანდალი სულ უფრო მძაფრდებოდა. ოთხშაბათს, 10 იანვარს, ულტრამემარჯვენე, პრორუსული „კონსერვატიული მოძრაობის" წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა ფერაძის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სახელმწიფოსგან ყველა იმ პირის მკაცრ დასჯას ითხოვდნენ, ვინც ხატების შეურაცხყოფას გაბედავდა. უფრო მეტიც, მათ შემდეგი აქცია შაბათს დააანონსეს.
პირველი განცხადება 11 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა. საპატრიარქოს განმარტებით, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, მწვალებლებიც და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელნიც, თვით წმინდანის მწალებელნიც კი. თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს მტკიცებულება სტალინის წმინდა მატრონასთან შეხვედრის შესახებ, აუცილებელია ზემოაღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონებთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინება. საპატრიარქომ მოუწოდა მათ, ვინც ხატი აჩუქა, ცვლილებები თავად განახორციელონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.
ამის საპასუხოდ ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ხატს სწორედ საკათედრო ტაძარში გადაწერენ. ამავდროულად, მას გაუჭირდა იმის დასახელება, თუ როდის იქნება ხატი ხატწერის კანონების შესაბამისი. დავით თარხან-მოურავის თქმით, წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე საბჭოთა ლიდერის იოსებ სტალინის გამოსახულებას, სავარაუდოდ, ნეტარ მატრონას წყალობით სიმსივნისგან განკურნებული ქალის გამოსახულება ჩაანაცვლებს.
შაბათს, 13 იანვარს, ათიათასობით ქართველი შეიკრიბა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მოსკოვის წმინდა მატრონას ხატის შეურაცხყოფის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე. აქცია ულტრამემარჯვენე პარტია „კონსერვატიულმა მოძრაობამ" მოაწყო.