https://sputnik-georgia.com/20240129/quchidan-sasamartloshi-respublikuri-saavadmyopos-eqimens-sarcheli-sheaqvt-285955774.html
ქუჩიდან სასამართლოში: რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს სარჩელი შეაქვს
ქუჩიდან სასამართლოში: რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს სარჩელი შეაქვს
Sputnik საქართველო
საავადმყოფოს თანამშრომლები არ აპირებენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება. 29.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-29T13:58+0400
2024-01-29T13:58+0400
2024-01-29T13:58+0400
საქართველო
საზოგადოება
ვნებათაღელვა რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/18/285859620_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_793fe8a312409858778a7c1d757cc0ad.jpg
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) ექიმების საორგანიზაციო ჯგუფი თბილისის საქალაქო სასამართლოში უახლოეს დღეებში ორი სარჩელის შეტანას გეგმავს.თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციას მართავს. მათი მთავარი მოთხოვნა შენობის დემონტაჟის შეჩერება და კლინიკაში გამოცხადებული რეორგანიზაციის გაუქმებაა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ შენობის გარემონტებას იმგვარად, რომ თანამშრომლების ნაწილმა საავადმყოფოში მუშაობა გააგრძელოს. ამასთან, 5 თებერვლამდე მათ ჯანდაცვის სამინისტროს წინადადება უნდა მიიღონ - დათანხმდნენ ფულად ანაზღაურებას, ან სხვა კლინიკაში მუშაობას.მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები არ აპირებენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.ექიმების ნაწილის პროტესტის პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრომ იმ დაწესებულებების სია გამოაქვეყნა, სადაც რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალი დასაქმდება.ფერაძე: რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა ძალიან ავარიულია>>>ჯანდაცვის სამინისტრომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის კომპენსაციებთან დაკავშირებით შეთავაზების პროცესი ოფიციალურად უკვე დაიწყო - მედპერსონალს შესაძლებლობა აქვს რამდენიმე შეთავაზებიდან ის ვარიანტი აირჩიოს, რომელიც მათთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელი იქნება. პროცესს მეთვალყურეობას გაუწევს შრომის ინსპექციის სამსახური.შეთავაზებების პაკეტის მიხედვით: საავადმყოფოს თანამშრომლებს მთელი წლის კომპენსაციას სთავაზობენ, თუ ისინი უარს იტყვიან სხვაგან მუშაობაზე; დასაქმება მინიმუმ იმავე თანამდებობაზე სხვა კლინიკაში და ფულადი ანაზღაურება ოთხი თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ საავადმყოფოს თანამშრომელს სურს დაელოდო საუკეთესო წინადადებას, ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის მისი ბოლო სამი თვის საშუალო ხელფასიდან გამომდინარე გადაიხადოს კომპენსაცია მომდევნო სამი წლის განმავლობაში, სანამ ის სადმე არ დაიწყებს მუშაობას. ამასთან, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს შეუძლიათ სამუშაოდ გადავიდნენ არა მხოლოდ სხვა საჯარო კლინიკებში, არამედ კერძო კლინიკებშიც.რესპუბლიკური საავადმყოფორესპუბლიკური საავადმყოფო 1970-იანი წლების დასაწყისში აშენდა და დღეს სავალალო მდგომარეობაშია. ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკის გადაკეთებას 36-48 თვეში გეგმავს. ადრე მედპერსონალის ნაწილმა დაგეგმილ მშენებლობა სამუშაო ადგილების დაკარგვის შიშით გააპროტესტა.ახალი საავადმყოფო 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი; გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი; ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვ. ამავდროულად, რესპუბლიკური საავადმყოფო საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს შეინარჩუნებს.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 იანვრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე - შეისწავლა რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობა როგორც ფინანსების, ისევე ინფრასტრუქტტურის თვალსაზრისით, რამდენად აკმაყოფილებს ის უსაფრთხოების სტანდარტებს და საერთაშორისო მოთხოვნებს. პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები.ექსპერტებმა ჩაატარეს ხუთი სხვადასხვა კვლევა და მოამზადეს შესაბამისი დასკვნები. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ შენობის რეკონსტრუქცია ან შეკეთება შეუძლებელია და დემონტაჟს საჭიროებს.სამშაბათს, 23 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ძლიერი ქარის შედეგად რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა დაზიანდა, რის გამოც შრომის ინსპექციამ სამედიცინო დაწესებულების სახიფათო ზონები დახურა და ტერიტორიის ირგვლივ მოძრაობა შეზღუდა.რესპუბლიკური საავადმყოფო საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც შეიქმნა ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო და კერძო კლინიკებს შორის.ჰოლდინგში ასევე შედის თბილისის ინფექციური საავადმყოფო, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, რეგიონური ჯანდაცვის ცენტრი და ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/18/285859620_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_4b58b225b2bce7a6b3c8304873886e20.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ვნებათაღელვა რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ვნებათაღელვა რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ, ახალი ამბები
ქუჩიდან სასამართლოში: რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს სარჩელი შეაქვს
საავადმყოფოს თანამშრომლები არ აპირებენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) ექიმების საორგანიზაციო ჯგუფი თბილისის საქალაქო სასამართლოში უახლოეს დღეებში ორი სარჩელის შეტანას გეგმავს.
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციას მართავს. მათი მთავარი მოთხოვნა შენობის დემონტაჟის შეჩერება და კლინიკაში გამოცხადებული რეორგანიზაციის გაუქმებაა.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ შენობის გარემონტებას იმგვარად, რომ თანამშრომლების ნაწილმა საავადმყოფოში მუშაობა გააგრძელოს. ამასთან, 5 თებერვლამდე მათ ჯანდაცვის სამინისტროს წინადადება უნდა მიიღონ - დათანხმდნენ ფულად ანაზღაურებას, ან სხვა კლინიკაში მუშაობას.
„სარჩელი უკვე მომზადებულია, უბრალოდ ტექნიკური დეტალებია დარჩენილი. სასამართლოში ჩვენ ორ სარჩელს შევიტანთ. ერთი მთავრობის განკარგულების შეჩერების მოთხოვნას ეხება, კერძოდ, საავადმყოფოს დემონტაჟს. მეორე სარჩელი კი ამ განკარგულების საფუძველზე უკვე გამოცემულ ბრძანებას რეორგანიზაციის შესახებ, რომელიც გულისხმობს ყველა სტრუქტურული ერთეულიდან თანამშრომლების დათხოვნას", - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგმა მალხაზ გოგუამ.
მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები არ აპირებენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
ექიმების ნაწილის პროტესტის პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრომ იმ დაწესებულებების სია გამოაქვეყნა, სადაც რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალი დასაქმდება.
ჯანდაცვის სამინისტრომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის კომპენსაციებთან დაკავშირებით შეთავაზების პროცესი ოფიციალურად უკვე დაიწყო - მედპერსონალს შესაძლებლობა აქვს რამდენიმე შეთავაზებიდან ის ვარიანტი აირჩიოს, რომელიც მათთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელი იქნება. პროცესს მეთვალყურეობას გაუწევს შრომის ინსპექციის სამსახური.
შეთავაზებების პაკეტის მიხედვით: საავადმყოფოს თანამშრომლებს მთელი წლის კომპენსაციას სთავაზობენ, თუ ისინი უარს იტყვიან სხვაგან მუშაობაზე; დასაქმება მინიმუმ იმავე თანამდებობაზე სხვა კლინიკაში და ფულადი ანაზღაურება ოთხი თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ საავადმყოფოს თანამშრომელს სურს დაელოდო საუკეთესო წინადადებას, ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის მისი ბოლო სამი თვის საშუალო ხელფასიდან გამომდინარე გადაიხადოს კომპენსაცია მომდევნო სამი წლის განმავლობაში, სანამ ის სადმე არ დაიწყებს მუშაობას. ამასთან, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს შეუძლიათ სამუშაოდ გადავიდნენ არა მხოლოდ სხვა საჯარო კლინიკებში, არამედ კერძო კლინიკებშიც.
რესპუბლიკური საავადმყოფო 1970-იანი წლების დასაწყისში აშენდა და დღეს სავალალო მდგომარეობაშია. ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკის გადაკეთებას 36-48 თვეში გეგმავს. ადრე მედპერსონალის ნაწილმა დაგეგმილ მშენებლობა სამუშაო ადგილების დაკარგვის შიშით გააპროტესტა.
ახალი საავადმყოფო 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი; გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი; ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვ. ამავდროულად, რესპუბლიკური საავადმყოფო საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს შეინარჩუნებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 იანვრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე - შეისწავლა რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობა როგორც ფინანსების, ისევე ინფრასტრუქტტურის თვალსაზრისით, რამდენად აკმაყოფილებს ის უსაფრთხოების სტანდარტებს და საერთაშორისო მოთხოვნებს. პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები.
ექსპერტებმა ჩაატარეს ხუთი სხვადასხვა კვლევა და მოამზადეს შესაბამისი დასკვნები. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ შენობის რეკონსტრუქცია ან შეკეთება შეუძლებელია და დემონტაჟს საჭიროებს.
სამშაბათს, 23 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ძლიერი ქარის შედეგად რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა დაზიანდა, რის გამოც შრომის ინსპექციამ სამედიცინო დაწესებულების სახიფათო ზონები დახურა და ტერიტორიის ირგვლივ მოძრაობა შეზღუდა.
რესპუბლიკური საავადმყოფო საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც შეიქმნა ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო და კერძო კლინიკებს შორის.
ჰოლდინგში ასევე შედის თბილისის ინფექციური საავადმყოფო, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, რეგიონური ჯანდაცვის ცენტრი და ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო.